(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 9 დეკემბერს, ჩოხატაურის კინოსახლში, მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები მაყურებლის წინაშე ახლადგარემონტებულ სცენაზე საანგარიშო კონცერტით წარსდგნენ. დიდი სიყვარულით ხვდებოდა მაყურებელი თავიანთ საყვარელ ანსამბლებს _ “გურიას”, “კრიმანჭულს”, “ნართს”, “ამაღლებას”, “ჯინსების თაობას”. სოფელ დაბლაციხის მომღერალთა ანსამბლს, ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ილეკროს”. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის რომანიდან “მე ვხედავ მზეს”.
ამავე დარბაზში, 6 დეკემბერს, ანსამბლი “ილეკრო” 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს.