https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სააკაშვილი, ყველაზე აქტიური საჯარო მოხელე, “პოლიხრონიონ” და 2012 წელი _ “გურიის აყვავების ხანა”

20:12; 16.12.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მზადება სააკაშვილის ვიზიტისთვის

მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში “ავერსის” კლინიკას რომ გახსნიდა, ამის შესახებ “გურია ნიუსი” საკუთარ ვებგვერდზე ოთხი დღის უკან წერდა: “გურია ნიუსის” ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, სავარაუდოდ, 16 დეკემბერს ეწვევა _ იგი ოზურგეთში “ავერსის კლინიკას” გახსნის. ქვეყნის პირველი პირის დასახვედრად გურიაში განსაკუთრებული სამზადისია _ ოზურგეთის ცენტრში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს იუსტიციის სახლის მშენებლობა, გამუდმებით, დღისით და ღამით, სუფთავდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები, სადაც, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ესკორტი ჩაიქროლებს. საგანგებო რეჟიმში ცდილობენ ისეთი პედაგოგის შერჩევას, რომელსაც ორატორული უნარი ექნება, რაც საშუალებას მისცემს საკადრისად შეასხას ხოტბა სააკაშვილს. ასევე, როგორც წყარომ გვითხრა, საჯარო სკოლის მოსწავლეები წითელი ბუშტებით შეეგებებიან ქვეყნის პრეზიდენტს. გარდა ამისა, სავალდებულოა, შეხვედრას დაესწროს ყველა საჯარო მოხელე, რომელიც გურიის რეგიონშია დასაქმებული, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ორშაბათიდან სამსახურის დატოვება მოუწევთ _ მათ აქვთ საგანგებო მითითება, მქუხარე ტაში შეაგებონ პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას, _ გვითხრა წყარომ”.

16 დეკემბრის დილა

ორწლიანი პაუზის შემდეგ, გურიის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან. რა ხდება პრეზიდენტის ჩამოსვლამდე _ დაჩქარებულად მიმდინარეობს იუსტიციის სახლის მშენებლობა, ქალაქის ცენტრში სხვადასხვა სახის სამუშაოები წარმოებს, საგანგებოდ იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ის ადგილები, სადაც, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა გაიაროს.

ქვეყნის პირველი პირი “ავერსის” ახლად აშენებულ კლინიკას გახსნის, შემდეგ კი საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შეხვდება.

“გურია ნიუსისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ გაზეთების გამავრცელებელს, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე მუშაობს, პირველი საათის შემდეგ გაზეთების გაყიდვა აუკრძალეს. აქედან გამომდინარე, ოზურგეთში, პირველი საათის შემდეგ ცხოვრება რამდენიმე საათით უნდა “შეწყდეს”. ამ დროის მონაკვეთში კი გურიის ხელისუფლება ეტყვის ქვეყნის პირველ პირს, რომ “ოზურგეთში და არამარტო აქ, ცხოვრება მშვენიერია“.

მზადება

რამდენიმე საათში ოზურგეთს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწვევა. სამართალდამცავებმა თავისი ადგილი უკვე დაიკავეს _ მათ “ავერსის” კლინიკისკენ აიღეს გეზი. ოზურგეთელმა პოლიციელებმა დავალებები ნახევარი საათის წინ, გამჭვირვალე პოლიციის შენობის ეზოში, პირადად თავიანთი შეფისგან მიიღეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ისინი შეეცდებიან პრეზიდენტამდე ის მოქალაქეები არ მივიდნენ, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილისთვის წერილის გადაცემა სურთ. როგორც წყარო ამბობს, საჯარო სკოლის მოსწავლეები “რეპეტიციას” გადიან _ როცა დამრიგებელი თვალს ჩაუკრავს, “მიშა”, “მიშა” უნდა დასჭექონ!

აღსანიშნავია, რომ რეგიონული მედიის წარმომადგენლები კლინიკის გახსნის ცერემონიალზე არავის მიუწვევია.

შუადღე

ორ საათზე, “ავერსის” კლინიკის ეზოში შემსვლელებს განსაკუთრებული შემოწმება უტარდებათ. ეზოში შესვლა იმდენად გამკაცრებულია, რომ ბავშვებსაც ამოწმებენ.

ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი, 72 წლის ქალბატონი ეზოში შეღწევის მცდელობის დროს ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე 10 წუთის დაგვიანებით მივიდა.

პრეზიდენტის შესახვედრად და მადლობის სათქმელად ემზადებოდა ერთ-ერთი ოზურგეთელი ქალბატონი, რომელსაც ოზურგეთის გამგეობამ რამდენიმე თვის წინ სახლი შეუძინა.

ასევე, “ავერსის” მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, აქვე იმყოფება საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა უმრავლესობა. მიხეილ სააკაშვილის მისვლამდე, იქ ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი მივიდნენ.

ყველაზე აქტიური საჯარო მოხელე

ასეთი ნომინაცია რომ არსებობდეს, პირველობას არავის დაუთმობდა ოზურგეთის კულტურის ცენტრის 108 თანამშრომლის მამა-მარჩენალი კობა ბანძელაძე. ის ისე ენერგიულად გაიძახოდა _ “მიშა, მიშა, მიშა”, არ არის გამორიცხული, რომ ახლა ხმის იოგების პრობლემა ჰქონდეს.

“მქუხარე, მქუხარე, მქუხარე ტაში”

ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში, “ავერსის” კლინიკას მიუახლოვდებოდა. რა თქმა უნდა, საყოველთაო და აუცილებელი შეძახილი _ “მიშა, მიშა” შესძახეს საჯარო მოხელეებმა და მქუხარე ტაშიც შემოკრეს, მაგრამ, არც ისე მაგრად, როგორც სხვა ხვდებიან მიხეილ სააკაშვილს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, “ავერსის” კლინიკის გახსნაზე გურიის სამივე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები ჩამოვიდნენ, მაგრამ აქ არ გამოჩენილა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა იმედაშვილი, არც ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეები შეგვიმჩნევია.

“პოლიხრონიონ”

ეს სიტყვები ოპოზიციონერმა მარინე სუნგულიამ მიხეილ სააკაშვილის მისამართით თქვა:

_ სააკაშვილის შესახვედრად მისულ თუ იძულებით მოყვანილ საზოგადოებას შორის ვიმყოფებოდი იმ სურვილით, რომ პროტესტი გამომეხატა რაიმე ფორმით, რათა მეთქვა, რომ ჩემს ქალაქში მარტო სულანჯიები და თაბაგრები არ ცხოვრობენ.

ჩემდა გასაკვირად (მეგონა, ჩემი პოზიციის გამო, არ შემიშვებდნენ იმ ტერიტორიაზე სადაც პრეზიდენტი უნდა მისულიყო), რამდენიმე მეტრზე მივუახლოვდი პრეზიდენტს და ხმამაღლა დავიწყე ძახილი: “პოლიხრონიონ”. ძალიან მალე მომიახლოვდა სამი ახალგაზრდა ყმაწვილი, რომლებიც პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებს ჰგავდნენ. მითხრეს, რომ გავჩუმებულიყავი, მაგრამ როცა ვუთხარი, წესრიგს ხომ არ ვარღვევ, “მიშას” ძახილი თუ შეიძლება, “პოლიხრონიონმა” რა დააშავა,-მეთქი. მკითხეს, ეგ რას ნიშნავს, ქალბატონო? მე ვუპასუხე, უფროსს ჰკითხეთ,-მეთქი. ვფიქრობ, იმან გადამარჩინა, რომ ვერ მიხვდნენ, ცუდს ვიძახდი თუ კარგს, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მარინე სუნგულიამ.

დარღვეული პროტოკოლი

პრეზიდენტის არაორდინალურობა გურიაშიც გამოვლინდა (ოზურგეთი, რითია ვითომ გამონაკლისი) _ პრეზიდენტმა პროტოკოლი მრავალგზის დაარღვია და პირდაპირ ქუჩაში, რიგით გამვლელებს შეხვდა, ხელი ჩამოართვა, გაესაუბრა და ის, რაც შეკრებილ ადამიანებს შეპირდა, აქ თითო-ოროლა ადამიანს გაუმეორა: “გურიის დრო მოვიდა!”, _ უთხრა პრეზიდენტმა მათ, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, 2003 წლიდან რატომ მოვიდა “ეს დრო” მაინცდამაინც ახლა.

2012 წელი: აპოკალიფსი _ მსოფლიოში, აყვავება _ გურიაში

თუ 2012 წელს მსოფლიოს აპოკალიფსს უწინასწარმეტყველებენ, გაისად გურიაში აღმავლობის და აყვავების პერიოდი დაიწყება _ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გურიის აღორძინების ფონდი შეიქმნება, რომლის სათავეში გურიის ყოფილი გუბერნატორი რამაზ ნიკოლაიშვილი ჩაუდგება. თუ ნიკოლაიშვილი ადრე თავისი ენერგიის 20 პროცენტს ახარჯავდა გურიას, ახლა მან პრეზიდენტისგან მიიღო დავალება, რომ 80 პროცენტი გურიას დაუთმოს. რამაზ ნიკოლაიშვილი რომ უფრო ხშირად გვესტუმრება, ეს უკვე ვიცით _ კვირაში დაახლოებით სამ დღეს იგი აქ გაატარებს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნიკოლაიშვილს სხვა გზა არ დარჩენია, რადგან საარჩევნოდ გურია მას ჩააბარეს.

მიხეილ სააკაშვილმა გურულებს დიდი მადლობა გადაუხადა: _ მადლობის გარდა, მინდა გითხრათ, რომ ისე თქვენ გაიხარეთ, როგორც მე გამახარეთ დღეს. თქვენი გაბრწყინებული თვალებით, თქვენი ენთუზიაზმით, თქვენი გამოუსწორებელი, განსაკუთრებული გურული ოპტიმიზმით, განსაკუთრებული გვერდში დგომით, განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით. უნდა ვთქვა, რომ ეს საავადმყოფო ჩემთვისაც მხოლოდ საავადმყოფო არ არის _ ჩემთვის არის ოცნების შესრულება. აღარ შეიძლება ათწლეულები, ბოლო წლები განსაკუთრებით, თუ კარგი ხდებოდა სადმე სხვაგან, ტელევიზორში გეყურებინა. თუ რამე ცუდი ხდებოდა, აქ ხდებოდა და ხშირად ტელევიზორიდან აჩვენებდნენ. არადა, გურია იმსახურებს წარმოუდგენელ რაღაცეებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ ცხოვრობს ძალიან, ძალიან მაგარი ხალხი, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერი ადამიანები, როგორებიც საერთოდ მსოფლიო მასშტაბით შემხვედრია და არა მარტო საქართველოში. მეორე _ გურიას აქვს ყველაფერი, გურიას აქვს ზღვა, გურიას აქვს წარმოუდგენელი, თვალისმომჭრელი მთა, გურიას აქვს მშვენიერი კლიმატი, მცირემიწიანია, მაგრამ ის მიწა ძალიან მაგარია; გურიას ჰყავს ეს ბავშვები და ესენი არიან ყველაფერი. აღმოსავლეთ საქართველოში კახეთზე არის აქცენტი მომავალ წელს, დასავლეთ საქართველოში ეს იქნება ჩემთვის გურიის წელიწადი, წელიწადი, როდესაც გურია ყველამ უნდა წამოვაყენოთ ფეხზე. ჩვენ ვქმნით გურიის აღორძინების ფონდს, საპრეზიდენტო ფონდს, რომელსაც მინდა სათავეში ჩავუყენო რამაზ ნიკოლაიშვილი, მაგრამ მე ვუხელმძღვანელებ ამას, რამაზთან ერთად. ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წელს გურიაში არ იყოს ცუდი გზა. აი, თუნდაც ასეთი გზები, ახლა რომ ვნახე, ხვრელებიანი, ჩაბარდება წარსულს; არ უნდა იყოს არც ერთი ოჯახი, სადაც არ იქნება შესული გაზი, სადაც არ იქნება გამრიცხველიანება, ყველგან უნდა იყოს გამთბარი და განათებული სახლები; არ იყოს არც ერთი სოფელი, სადაც არ დაიწყება წყალმომარაგების სისტემის მოგვარება. ისე კი არა, როდესაც სისხლი გაგვიწამეს იმ კომპანიებმა, მაგრამ მაინც გავაკეთებინეთ და მივიყვანეთ ბოლომდე; არ უნდა დარჩეს არც ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც არ ექნება ჯანდაცვის პაკეტი, რომელსაც არ ექნება სოციალური დახმარება.

და რაც მთავარია, ასევე ჩემთვის, მომავალ წელს კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ ბათუმის, ანაკლიის სასწაულზე, არამედ უნდა გაკეთდეს ურეკის სანაპირო, იმიტომ, რომ ურეკი განსაკუთრებულია და ურეკს კარგა ხანია მოაკლდა ხელი. გვირგვინი ამ ყველაფრისა იქნება მომავალ ზაფხულში. ყველას გპატიჟებთ ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში, ბახმაროობაზე, იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი ბახმაროობა კი არ იქნება, ეს იქნება ბახმარო, ზაფხულის საქართველოს მთის თვალწარმტაცი კურორტი. ასე რომ, მეგობრებო, ბევრი რამ გაკეთდა _ ჩვენ დავამარცხეთ აქ კრიმინალი, ჩვენ დავამარცხეთ უშუქობა, ჩვენ დავიწყეთ უგზოობის ამოძირკვა, მაგრამ მთავარი არის წინ. მე მაქვს განცდა, რომ ბევრად მეტი უნდა გაკეთებულიყო აქამდე, ასჯერ მეტი არის გასაკეთებელი. ასე რომ, რამაზ ნიკოლაიშვილი ადრე თუ გურიას ახმარდა მისი ენერგიის 20 პროცენტს, 80-ს კი საქართველოს, ახლა მოდით, გურიას მოახმაროს 80 პროცენტი. იმდენი ენერგია აქვს, რომ დარჩენილი 20 პროცენტი საქართველოს ეყოფა.

სოფლის მეურნეობის პროგრამები, განათლების სფეროში პროგრამები, სპორტის სფეროში პროგრამები, სტადიონები, გაუკეთებლები აღარ უნდა დარჩეს აქ. რაღაც სპორტდარბაზები გაკეთდა, მაგრამ კიდევ უნდა გაკეთდეს, ყველა სკოლა უნდა შეიღებოს და გარემონტდეს. ერთი სიტყვით, აქ ცხოვრება უნდა იყოს ყველაზე მაგარი სტანდარტის. საავადმყოფო გვაქვს ისეთი, რომ ჰოლანდიაშიც არ არის ასეთი, დიდი ხანია, არ მინახავს ასეთი დონის. ცხოვრება გვექნება ისეთი, როგორც მაგარ ევროპულ ქვეყნებში, გზები გვექნება ისეთი, როგორიც არის ევროპულ ქვეყნებში. განათლებაც უნდა იყოს ყველაზე მაგარი. აქ ისეთი მასწავლებლები ჰყავთ… წეღან გამოვიარე და ჩავხედე თვალებში. ცოტა ხელი შევუწყოთ ამ მასწავლებლებს და მსოფლიოში ყველაზე მაგარ განათლებას მისცემენ ჩვენს ბავშვებს, ცოტა მეტად გადავამზადოთ, ცოტა მეტი ხელფასი მივცეთ, გამოცდებით ჩავაბარებინოთ, სერთიფიკატები გავატარებინოთ და ნახე, რა მაგრად გაუმჯობესდება აქაც სწავლის დონე.

ეს არის ცალკე განსაკუთრებული რეგიონი საქართველოსი, რომელსაც აქვს ყველაფერი. მთავარი რამე სჭირდება _ ბევრად უფრო კარგი ცხოვრება და ჩვენ აქ შევქმნით ბევრად კარგ ცხოვრებას, ჩვენ დავამთავრებთ გაჭირვებას და ჩვენ დავიწყებთ გამდიდრებას. ამაში ვარ დარწმუნებული! _ ჩვეული პათოსით ისაუბრა პრეზიდენტმა, რის შემდეგ “ავერსის” ახალგახნილი კლინიკა მოინახულა.

კლინიკის გახსნის შემდეგ საქართველოს პირველი პირი სამხარეო ადმინისტრაციაში გურულ ჩინოსნებს შეხვდა, რის შემდეგ მან რამდენიმე ჩინოსანთან ერთად ქართული კერძები რესტორან “ქალაქურში” დააგემოვნა.

“ნეტავ, პრეზიდენტი ხშირად ჩამოდიოდეს გურიაში”

ეს სიტყვები ჩვენ არ გვეკუთვნის. მიხეილ სააკაშვილის ვიზიტამდე ოზურგეთს ფუსფუსის არნახულმა ტალღამ გადაუარა _ საითაც არ უნდა გაგეხედათ, ყველგან საქმიანი ატმოსფერო იგრძნობოდა: გზების შეკეთება, საახალწლო მზადება, ქუჩების დასუფთავება დღეში ორჯერ და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ ხალხმა გულდაწყვეტით ნატრულობდა _ “ნეტავ პრეზიდენტი ხშირად ჩამოდიოდეს გურიაში!”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ადრე ჩვენი ფული იდებოდა და სხვა პარტიები ამით ფონს გადიოდნენ, დღეს ეს დრო წავიდა..."

პირველობა ნარდში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026
ზაფრანი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0:06; 20.09.2026
საზოგადოება

“ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე”- “საქართველოს რკინიგზა”

22:54; 19.09.2026
საზოგადოება

მეწყერი ციხისძირში- ბათუმი-ქუთაისი მატარებელი ჩაქვში დაბრუნდა

21:55; 19.09.2026
საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19.09.2026
პოლიტიკა

ვინ ლიდერობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში

17:21; 19.09.2026
საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19.09.2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს

15:23; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით

14:45; 19.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

14:07; 19.09.2026
პოლიტიკა

კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს

13:01; 19.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო