(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიამ” საუმაღლესლიგო პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ერთადერთმა კონკურენტმა, ხონის “იმერეთმა” საკუთარ მოედანზე მოგება ვერ მოახერხა, “გურია” მეორე ადგილისთვის ბრძოლაში მიუწვდომელი აღმოჩნდა. ჩვენებურებს ამის შანსი ჯერ კიდევ წინა ტურებში ჰქონდათ, მაგრამ წარმატებული გამოსვლის შემდეგ, წლის ბოლოსკენ მოულოდნელად დაკარგეს 7 ქულა და კლუბი გაინაღდებდა თუ არა მეორე ადგილს წელსვე, კონკურენტებზე გახდა დამოკიდებული. “გურიამდე” პლეი-ოფის საგზური საჩხერის “ჩიხურამ” გაინაღდა. მეორე ზონაში მეორე ადგილზე გასვლის და პლეი-ოფში თამაშის საკმაოდ კარგი შანსი ოზურგეთის “მერცხალსაც” აქვს, რომელსაც ამჟამად სწორედ მეორე ადგილი უკავია.