საჭირო მასალა: 900 გრ. ღორის ხორცის ფილე, 50 გრ შავქლიავის ჩირი, 50 გრ გარგარის ჩირი (“კურაგა”), 2 კბილი ნიორი, მაიონეზი, მდოგვი, შავი დაფქული წიწაკა, მარილი.
მომზადება: ხორცის ნაჭრები კარგად დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, დაკეპილი ნიორი. მოვაწყოთ ზოლებად დაჭრილი ხმელი ხილი. დავახვიოთ რულეტებად და შევკრათ სამზარეულოს თოკით ან დავამაგროთ ხის ჩხირით. ვწვავთ აირღუმელში 20 წუთით, შემდეგ წავუსვათ მაიონეზი, მდოგვი და ვაცხოთ საშუალო ცეცხლზე 1 საათით.