(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში მდებარე ნაძვის ხესთან დადგმული თოვლის ბაბუა შუაღამით ბასრი იარაღით დაჭრეს, რის შემდეგაც მან ფორმა დაკარგა. მისი აღდგენა მეორე დღეს მოხერხდა. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა რამდენიმე სათამაშოს განზრახ დაზიანებას. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საახალწლო ატრიბუტიკას ანადგურებენ _ რამდენიმე წლის წინ, ჩიჩილაკები მასიურად მოიპარეს, გასულ წელს კი ქალაქის მეორე სკვერში არსებული გასართობი საბავშვო ინვენტარი ღამით დაამტვრიეს და იქვე ღელეში ჩაყარეს. აღნიშნული ფაქტი არ გახმაურებულა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი მაშინ სამი 15 წლის ახალგაზრდა დააკავეს.