დღეს ფოთშიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ქალაქის შესასვლელში, წყალგამყოფი ხიდიდან მდინარე რიონში სატვირთო მანქანა გადავარდა, რომელსაც 40 წლის ქუთაისელი გოდერძი კუბლაშვილი მართავდა. მძღოლმა, გვერდით მჯდომთან ერთად, მანქანის კაბინიდან გამოსვლა მოახერხა და ნაპირამდე ადგილობრივების დახმარებით გაცურა.
თვითმხილველების თქმით, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც კონტეინერმზიდი მდინარის ჯებირს შეეჯახა, გაარღვია იგი და რიონში გადავარდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და მგზავრი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.