გურიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლის ვახტანგ ქარცივაძის ინფორმაციით, ოზურგეთის სავაჭრო ცენტრ “მოდერნში” ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა:
_ სავარაუდოდ, ხანძარი ელექტროენერგიის გამო გაჩნდა. ამ ეტაპზე ჩვენ არაფერი არ ვიცით, დანარჩენს გამოძიება დაადგენს, _ გვითხრა ვახტანგ ქარცივაძემ.
“მოდერნში” ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში გურიის სამაშველო და საგანგებო სიტუაციათა სამსახური, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის და ქობულეთის სახანძრო ბრიგადები ჩაერთნენ. მათი ერთიანი ძალით ხანძრის ლოკალიზებას დაახლოებით ორი საათი დასჭირდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ცეცხლი მეორე და პირველ სართულს არ მოდებია. “მოდერნში“ მესამე სართულზე საცხობია განთავსებული, მეორეზე სართულზე ტექნიკა და პირველ სართულზე საყოფაცხოვრებო ნივთები იყიდება.