ვენერას ტრანზიტი მორიელის ნიშანში, რომელიც 2026 წლის 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ზოდიაქოს ხუთი ნიშნის პირად ცხოვრებასა და ფინანსურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, მათთვის ეს პერიოდი ცვლილებებისა და შინაგანი ტრანსფორმაციის ეტაპად იქცევა:
მორიელი
მორიელებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი იწყება. რამდენიმე ქაოსური წლის შემდეგ, მათ წარმატებისა და ახალი შესაძლებლობების ეტაპი ელოდებათ. ცვლილებები როგორც ფინანსურ სფეროს, ისე პირად ცხოვრებას შეეხება და შესაძლოა, ახალი რომანტიკული ურთიერთობების დაწყებაც გამოიწვიოს.
ეს იდეალური დროა გრძნობების გაღრმავებისა და გარშემომყოფებთან ჭეშმარიტი სიახლოვის დასამყარებლად. ამასთან, მორიელებმა, შესაძლოა, შეიცვალონ საკუთარი თავის აღქმა, გარეგნობაზე დამოკიდებულება და პარტნიორის მიმართ არსებული მოთხოვნებიც.
კურო
კუროები თვითშეცნობის ახალ ეტაპზე გადავლენ. ამ პროცესებმა ისინი შესაძლოა, სიყვარულამდე მიიყვანოს ან უკვე არსებული ურთიერთობა სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანოს.
საკუთარ შიშებსა და კომპლექსებთან გამკლავება კუროებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ცვლილებები კარიერულ სფეროსაც შეეხება. ისინი უფრო ყურადღებით შეარჩევენ გარემოცვასა და საქმიან კავშირებს და უპირატესობას მიანიჭებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში ეხმარებიან.
სასწორი
სასწორებისთვის ვენერას მეორე სახლში გადასვლა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შემოქმედებითი ენერგიის გაძლიერებას უკავშირდება.
ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ჩრდილიდან გამოსვლასა და საკუთარი შესაძლებლობების უფრო აქტიურად წარმოჩენას ურჩევენ. საკუთარი ღირებულებისა და შესაძლებლობების რწმენამ შესაძლოა, მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც დადებითად იმოქმედოს.
ლომი
ხანგრძლივი ემოციური რყევების შემდეგ, ლომების ცხოვრებაში ჰარმონია დაბრუნდება. მათ სახლში სასიამოვნო ცვლილებები ელოდებათ – შესაძლოა, მნიშვნელოვანი სტუმრების მიღება ან ინტერიერის განახლება.
ამავდროულად, პლუტონის გავლენა ლომებს საკუთარ თავში უკეთ გარკვევაში, დაფარული ემოციური გამომწვევების გააზრებასა და ქცევის ძველი, დესტრუქციული მოდელების შეცვლაში დაეხმარება.
ვრცლად: bemaunde


































































