https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ მოატყუა “კრისტალის” თანამშრომელმა ოზურგეთელი მეწარმე

2:01; 30.01.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეტად უცნაური ამბავი მოხდა _ საქმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალს” და ოზურგეთელ მეწარმეს, მანანა ბურჭულაძეს ეხება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, “კრისტალის” უკვე ყოფილი თანამშრომელი გ. ძ. მანანა ბურჭულაძისგან ხუთი თვის განმავლობაში მის მაგივრად, დაგვიანებით იხდიდა სესხს. თუ რა მოხდა და რა პრობლემებში გაეხვია ქალბატონი, ამის შესახებ იგი თავად “გურია ნიუსთან” საუბრობს.

_ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. ამას რამდენიმე დღის წინ დედის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი დაერთო _ მას არასწორად მიუტანეს ამბავი ჩემი ვალების შესახებ და გულის შეტევა მოუვიდა.

როგორც ქალბატონი მანანა ამბობს, მაღაზია წლების წინ, სესხის აღების შემდეგ გახსნა, რაც მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა: _ მას შემდეგ, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” არსებობს ოზურგეთში, მისი მომხმარებელი ვარ. არც ერთხელ არ მქონია გადაცილება და ორგანიზაციაც ყოველთვის მაფინანსებდა მაღალი სესხით. მეც კმაყოფილი ვიყავი, ვიდრე ეს ამბავი არ მოხდა: ბოლო თვეებში ჩემთან სამსახურში (მაღაზიაში) მოდიოდა კრედიტ-ოფიცერი და ხელზე მიჰქონდა ჩემ მიერ კრედიტის დასაფარავი თანხა წინასწარ, ვადაზე 3-4 დღით ადრე. იგი დანიშნულ დღეს მითანხმდებოდა და 12 საათისთვის მიჰქონდა თანხა, რასაც იმით ხსნიდა, რომ ბანკში მას ჰქონდა ხაზი, რომლიდანაც შეუფერხებლად გადააგზავნიდა თანხას საჭირო ანგარიშზე, რათა მე ზედმეტი დრო არ დამეხარჯა ბანკში რიგში დგომით. ერთხელ ისიც მითხრა, რომ კომპიუტერმა ადრე დაგიდგინა გადასახდელად თანხაო. მეც ვენდობოდი და ვაძლევდი ფულს ვადაზე ადრე, წინსწრებით. სწორედ ამ პიროვნებისგან მივიღე შემოთავაზება, რომ სანამ “კრისტალისგან” ავიღებდი ახალ სესხს, მანამ კერძო პირისგან მესესხებინა ჩემთვის საჭირო თანხა, რომლითაც ბიზნესის გაფართოვებას ვგეგმავდი. ის ამის შემდეგ მხოლოდ დაპირებებით იფარგლებოდა. ხან მეუბნებოდა, მაწინაურებენო, ხან სხვა ბანკში გადავდივარ სამუშაოდო, რის შემდეგაც აუცილებლად მომცემდა სესხს. ამდენი დაპირებების შემდეგ ავდექი და მოვითხოვე ახალი დაფინანსება “კრისტალიდან”. მოვიდა “კრისტალის” ექსპერტი, რომელმაც აღწერა ჩემი საქმიანობა და მითხრა, მე გავაკეთებ განაცხადს, მაგრამ არ მგონია, სათაო ოფისმა მოგვცეს თანხმობა, ვინაიდან ბოლო შეტანები ვადაგადაცილებით გაქვს გაკეთებულიო. როგორც გავარკვიე, ჩემ მიერ კრედიტ-ოფიცერისთვის მიცემული თანხა მას დროზე არ შეჰქონდა ბანკში, ჯარიმებსაც დაგვიანებაზე, როგორც ჩანს, თვითონ იხდიდა, ვინაიდან რაიმე შეხსენება, ან გაფრთხილება “კრისტალიდან” ჩემ მიერ ვალის გადახდის გადაცილებაზე არასდროს მიმიღია. ამიტომ დარწმუნებით ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ ბანკის მომსახურების დანიშნულებით მიცემულ თანხას “კრისტალის” ოფისის ხელმძღვანელი თვითონ მოიხმარდა საკუთარი მიზნებისთვის, რითაც გამიფუჭა საკრედიტო ისტორია და როგორც ბანკის მომხმარებელი, დამაყენა დაკვირვების ქვეშ, რამაც აღძრა ბანკის (თუ ბანკების) ეჭვი ჩემ წინააღმდეგ, როგორც არასაიმედო გადამხდელის შესახებ. ყოველივე ამით ყოვნდება ჩემთვის ახალი დაფინანსების მიღება “კრისტალიდან” და არა მარტო ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან.

_ როცა დაგვიანებით შედიოდა გადასახადი, ამის გამო არავინ მოსულა თქვენთან და არავის არაფერი უთქვამს?

_ ხუთი თვე ამ კაცმა ისე მართა ჩემი ფული და სხვისი, რომ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. ბანკის წარმომადგენელი თვითონ იყო და არანაირი ეჭვი არ გამჩენია, ქვითარი რად მინდოდა, მთავარი იყო, ფული მიჰქონდა და მე არავინ არ მაწუხებდა. როდესაც ყველაფერი გავიგე და ბოლო მონაცემები ადვოკატს გავაცანი, მან მითხრა, რომ საქმე კრიმინალთან გვქონდა. მე და ჩემმა ადვოკატმა პატარა ექსპერიმენტიც კი ჩავატარეთ _ როდესაც უკვე გ. ძ.-სთან აღარ გვქონდა საქმე, ფულის შეტანა დაგვიანებით გადავწყვიტეთ. თანხის შეტანის დღეს დადგა მთელი “კრისტალი” ფეხზე, უცებ ჩემს თავდებსაც დაუკავშირდნენ და ატყდა ერთი ამბავი _ 15 დოლარი გადამახდევინეს ორ დღეში ჯარიმის სახით მაშინ, როცა გ. ძ.-ს მთელი თვის დაგვიანებაზე 20 დოლარი აქვს გადახდილი. ჩემის აზრით, გარიგებაში იყვნენ ის და მისი ორგანიზაცია. ამას თავად ეს ადამიანიც ამბობდა ჩემთან საუბარში. როცა “კრისტალში” მითხრეს, დაკვირვების ობიექტი ხართო, მაშინ კი გავცეცხლდი _ დიდი ხანია, მათი კლიენტი ვარ და ყველაფერს კარგად ვაკეთებდი, მათ თანამშრომელს რომ არ აერია ყველაფერი.

რომელ ბანკშიც არ მივედი, ყველგან ბოლო ამონაწერი მომთხოვეს და არავინ მაძლევს ფულს, “კრისტალიც” უარს მეუბნება და არ ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას. რამდენიმე დღის წინ მათგან მივიღე წერილი, სადაც ეწერა, რომ მე ვიყავი კარგი გადამხდელი და ყველაფერი “კრისტალის” თანამშრომლის ბრალია. მათ მიერ მოწერილი წერილიდან გამოვიდა, რომ ამ ბიჭის გამო აღებული ვალი მე უნდა ვიხადო და ჩემი ბიზნესი ჩავარდა, დგას ქონების დაკარგვის საშიშროებაც. ვფიქრობ, რომ გ. ძ. საქართველოდან გააპარეს, რადგან კარგად იციან, რომ არ გავჩერდები და ბოლომდე მივიყვან საქმეს, _ გვითხრა “გურია ნიუსის” ოზურგეთის განყოფილებაში მოსულმა მანანა ბურჭულაძემ.

როგორც ქალბატონი მანანა აღნიშნავს, მან გასული წლის 10 ნოემბერს “კრისტალის” სათაო ოფისში “ცხელ ხაზზე” დარეკა: _ ქალბატონი სოფოს სახელით გამეცნო. მას ავუხსენი სიტუაცია. ცოტა ხანში დამელაპარაკა ვინმე გოჩა, რომელმაც მითხრა, განვიხილავთ თქვენს საქმეს იმასთან დაკავშირებით, რომ რესტრუქტურიზაციისთვის მიგიმართავთ ფოთის ოფისისთვისო. ფოთის ოფისს მივმართე დახმარებისთვის სესხის მიღების თაობაზე და არა როგორც ვალის ვერგადამხდელმა კლიენტმა, რომელიც რესტრუქტურიზაციით კიდევ ერთ შავ ფურცელს წერს თავის საკრედიტო ისტორიაში. რესტრუქტურიზაცია ბანკის იდეა იყო და არა _ ჩემი. ფოთის ოფისის მენეჯერმა მითხრა, რომ ჩვენ არ გვაქვს ფინანსები და ვერ დაგეხმარებითო, _ ამბობს ქალბატონი მანანა.

ამ ამბავს მანანა ბურჭულაძის ოჯახისთვის ტრაგიკული ფაქტი დაემატა: _ ერთ დღეს დედაჩემის სახლში მივიდნენ “კრისტალის” წარმომადგენლები. ეს ის პერიოდია, როდესაც გ. ძ. ჯერ კიდევ ოზურგეთში იმყოფებოდა და სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იყო დასაქმებული. ისინი ეახლნენ დედაჩემს, 79 წლის ჟულიეტა ბურჭულაძეს და დაიწყეს მისი სახლის აღწერა-შემოწმება (ცნობისთვის, ეს სახლი “კრისტალს” ჩემი სესხის უზრუნველსაყოფად აქვს ჩადებული). ამის გამო, დედაჩემს გულის შეტევა დაემართა და ორ კვირაში გარდაიცვალა. მას უთხრეს, რომ სახლს გაყიდდნენ და ვალს ამოიღებდნენ, რაც დედაჩემისთვის შოკისმომგვრელი და სასიკვდილო ინფორმაცია აღმოჩნდა.

“გურია ნიუსი” “კრისტალის” წარმომადგენლებს დაუკავშირდა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელს ნიკოლოზ გეგეშიძეს ესაუბრა.

_ ბატონო ნიკოლოზ, გ. ძ.-ს, რომელიც სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის” ოზურგეთის ოფისის კრედიტ-ოფიცერი იყო, ჰქონდა თუ არა უფლება, კერძო გარიგებაში შესულიყო კლიენტთან?

_ გ. ძ. იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალთან”, შესაბამისად, ის მესამე პირებთან (კლიენტებთან) ურთიერთობაში შედიოდა, როგორც კომპანიის თანამშრომელი და ვალდებული იყო დაეცვა სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული პირობები, რომელშიც კატეგორიულად არ შედიოდა კლიენტებთან კერძო გარიგებაში შესვლა კომპანიის სახელით.

_ როგორც მანანა ბურჭულაძე ამბობს, გ .ძ. მას ხუთი თვის მანძილზე ართმევდა სესხის მომსახურების დაფარვის მიზნით თანხას.

_ 2011 წლის 21 ოქტომბერს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალმა” გაწყვიტა შრომითი ურთიერთობა გ. ძ.-სთან. შრომითი ურთიერთობის გაწყვეტის საფუძველი იყო იურიდიული განყოფილების და შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნები.

_ როგორც ქალბატონი მანანა ამბობს, თქვენს თანამშრომელს ეს თანხა დაგვიანებით შეჰქონდა სავალდებულო ანგარიშზე, რაც ბურჭულაძისთვის გვიან გახდა ცნობილი. თანხების დაგვიანებით გადმორიცხვებს არ აკონტროლებთ?

_ მანანა ბურჭულაძე, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი (მის მიერ ვალდებულება დროულად სრულდებოდა, სულ მისი საკრედიტო ისტორიის განმავლობაში დაფიქსირებულია 2 -3 ვადაგადაცილება) კომპანიისთვის მუდმივი მონიტორინგის სუბიექტს არ წარმოადგენდა. მსესხებლის მიერ დაფიქსირებული პირველივე პრეტენზიისას, რეაგირება კომპანიის მხრიდან იყო მყისიერი და ადეკვატური.

_ მანანა ბურჭულაძისთვის ეს მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც მას დამატებით უნდოდა “კრისტალისგან” სესხის მიღება და მოითხოვა ამონაწერი ბანკიდან.

_ მანანა ბურჭულაძეს ჩვენ ერთხელ უკვე დავუდასტურეთ, რომ მისი გადახდების ისტორია 2011 წლის ბოლომდე, სესხის დამატებით აღების ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა.

_ გ. ძ.-მ მას უთხრა, რომ კერძო პირისგან სესხად აეღო მისთვის საჭირო თანხა და შემდეგ ის მოახდენდა “კრისტალისგან” ახალი კრედიტის აღებას, რაც მან ვერ შეძლო.

_ კომპანიაში არ არის დაფიქსირებული არც ერთი წერილობითი მოთხოვნა დამატებით სესხის აღებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მანანა ბურჭულაძე “კრისტალისგან” სესხს ითხოვდა, მას ეს წერილობითი განაცხადით უნდა გაეკეთებინა, როგორც ყველა სხვა მსესხებელს. მით უმეტეს, თუ ის დამატებით ვალდებულებას იღებდა საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ვალდებული იყო, ეს მოეხდინა მხოლოდ “კრისტალის” ოფიციალური თანხმობის შემთხვევაში.

_ რა მოტივით უთხარით მანანა ბურჭულაძეს უარი ახალ კრედიტზე?

_ აღნიშნული საკრედიტო რისკების გადაწყვეტილება შეიცავს კლიენტის კონფიდენციალურ ინფორმაციას (შემოსავლების და გასავლების შესახებ). შესაბამისად, ამ ინფორმაციის გაცემის უფლება კომპანიას აქვს თავად კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში (ან მისი წარმომადგენლის, თუ მას ნოტარიულად აქვს დამტკიცებული ეს უფლებამოსილება). დანამდვილებით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ უარის მიზეზი არ იყო მისი და გ. ძ.-ს ურთიერთობით გამოწვეული გადაცდომები.

_ რატომ დატოვა “კრისტალი” გ.ძ.-მ? მან საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, თუ ის თქვენმა ორგანიზაციამ გაათავისუფლა?

_ მას შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა პირადი განცხადებისა და საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილის, “ე” პუნქტის თანახმად (ურთიერთშეთანხმება), იურიდიული განყოფილების და შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნების საფუძველზე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ოზურგეთში 75 წლის კაცს ავტომობილი დაეჯახა

22:44; 12 დეკემბერი, 2025
სამართალი

სისხლიანი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის

18:09; 12 დეკემბერი, 2025
სამართალი

ავარია ქობულეთში _ ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

16:59; 12 დეკემბერი, 2025
სამართალი

ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

10:21; 12 დეკემბერი, 2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

10:18; 12 დეკემბერი, 2025

სალუქვაძე ნიკოლაიშვილს მოუწოდებს

"განსხვავებული აზრის გამო არავის ვდევნი"

ყველა სიახლე

სამართალი

ოზურგეთში 75 წლის კაცს ავტომობილი დაეჯახა

22:44; 12.12.2025
ზაფრანი

ხვალ, 13 დეკემბერს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს ნიშანი

19:43; 12.12.2025
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

19:28; 12.12.2025
სამართალი

სისხლიანი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის

18:09; 12.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას!

17:17; 12.12.2025
ფინანსები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – 2025 წლის სექტემბერში ყველა პარტიამ ჯამში 6 909 602 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 59% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

17:05; 12.12.2025
სამართალი

ავარია ქობულეთში _ ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

16:59; 12.12.2025
ფინანსები

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 1 685 პენსიონერს ან მის მემკვიდრეს შეეხება

16:37; 12.12.2025
საზოგადოება

ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

16:28; 12.12.2025
საზოგადოება

ბენდუქიძის ფონდი 2026 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 4 მლნ ლარით დააფინანსებს

16:00; 12.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:40; 12.12.2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთში

15:00; 12.12.2025
ფინანსები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

14:23; 12.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 20 ივნისზე ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება

14:14; 12.12.2025
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია

13:54; 12.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო