ურეკში, ლანჩხუთის “გურიისა” და ოზურგეთის “მერცხალის” ტესტ-მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში ოზურგეთელებმა გახსნეს, ლანჩხუთელებმა კი მხოლოდ მისი გათანაბრება მოახერხეს. ამ გუნდებმა წინაზე ორი ტესტ-მატჩი გამართეს და ორივე მათგანი გიგლა იმნაძის შეგირდების გამარჯვებით დასრულდა _ ოზურგეთში 4:1 და ურეკში _ 2:0. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “გურია” წაუგებლად ასპარეზობს _ 6 ამხანაგური შეხვედრიდან 4 მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. გუნდის საბოლოო ბირთვი, ფაქტობრივად, შერჩეულია, თუმცა, არ არის გამორიცხული, “გურიამ” რამდენიმე გამოცდილი მობურთალი დაიმატოს, მათ შორის პრიორიტეტად მეკარის პრობლემის გადაჭრა მიიჩნევა.