” ახალი მემარჯვენეების” გურიის რეგიონული ორგანიზაცია რეგიონის სოფლებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნათია კრავეიშვილის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ჴ შრომასა და კონჭკათში მთავარი პრობლემა უგზოობაა, რის გამოც ჭირს მიმოსვლა არა მხოლოდ რაიონულ ცენტრამდე და სხვა სოფლებამდე, არამედ სოფლების შიგნით გადაადგილება. ტრანსპორტი რაიონულ ცენტრამდე მხოლოდ კვირაში ორჯერ დადის: _ სოფლებში არ არის წყალი. პრობლემას ვერ წყვეტს ინდივიდუალური ჭებიც და მოსახლეობას რამდენიმე კილომეტრზე უწევს სიარული წყლის მოსატანად. შრომის და კონჭკათის მოსახლეობა დაუსაქმებელია, ამიტომ სეზონურ სამუშაოებზე თურქეთში მიდის. გაზაფხულიდან შემოდგომამდე სოფლები, პრაქტიკულად, დაცლილია და იქ მხოლოდ მოხუცები და ბავშვები რჩებიან. სოფლებში არათუ გაზის შეყვანაზე, არამედ შეშით მომარაგებაშიც ხელოვნური ბარიერებია შექმნილი. აქ თითოეულ ოჯახს ზამთარში შეშისთვის 800 და 900 ლარი სჭირდება. მოსახლეობა იძულებულია, რომ საკუთარ კარ-მიდამოში მოჭრას მსხმოიარე ხეხილი, _ ამბობს კრავეიშვილი და დასძენს, რომ ანალოგიური და შეიძლება, ბევრად უფრო მძიმე ვითარებაა გურიის სხვა სოფლებშიც. სოფლის დახმარების პროგრამა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს არაეფექტურია და ვერ აგვარებს სოფლების უმეტესობის ყველაზე რთულ პრობლემებს.