ლიტვის დამოუკიდებლობის დღე 16 თებერვალს აღინიშნება. ეს დღე მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა მიულოცა. ადრესატებს შორისა არიან საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი იონას პასლაუსკასი, ლიტვის სეიმი, დაძმობილებული ქალაქების მერები და საქართველოში მცხოვრები ლიტველი მოქალაქეები.
“ეს მნიშვნელოვანი თარიღია თქვენი რესპუბლიკის ისტორიისთვის, რითაც ჭეშმარიტად გაცხადდა ლიტველი ხალხის სწრაფვა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. ოზურგეთელები თქვენთან ერთად ზეიმობენ ამ დღესასწაულს. ამაყები ვართ, რომ თქვენი სახით გვყავს ძლიერი, საიმედო პარტნიორი. გისურვებთ წარმატებებს, მშვიდობასა და წინსვლას”, ჴ აღნიშნულია მამეშვილის მისალოც წერილში.
როგორც საკრებულოში განმარტავენ, “რამდენიმე წელია, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ლიტვის რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებთან. დაძმობილებულ მუნიციპალიტეტებს შორისაა ალიტუსი და როკიშკისი. პარტნიორობა მიმდინარეობს ოფიციალურად ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე. შეთანხმება მოიცავს კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას. წარმატებით ხორციელდება ერთობლივი პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს თვითმმართველობის ეფექტურობის ამაღლებას. ორი ქვეყნის მეგობრობის ნათელი დასტურია ლიტვის ელჩისა და საელჩოს ადმინისტრაციის სტუმრობა “ალეგრობის” სახალხო დღესასწაულზე”, _ გვითხრეს საკრებულოში.