ოზურგეთის “მერცხალმა” ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტური გამარჯვებით დაიწყო _ ორშაბათს, ჩვენებურები ტყიბულის “მეშახტეს” ხონის სტადიონზე შეხვდნენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თამაში მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მე-60 წუთზე ზაზა ტუღუშის ერთმა გოლმა ოზურგეთელ ფეხბურთელებს გამარჯვება მოუტანა, რითაც პლეი-ოფში თამაშის შანსი საკმაოდ გაიზარდა.