კონკურსი ჟურნალისტებისთვის
საქართველოს უზენაეს სასამართლო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამა აცხადებს კონკურსს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შორის ”სასამართლო მედიაციის” თემაზე საუკეთესო ტელე, რადიო, ინტერნეტ და საგაზეთო რეპორტაჟების შესარჩევად.
2011 წლის 20 დეკემბერს საქარველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებით შემოღებულ იქნა სასამართლო მედიაცია, რომლის დანერგვაც ეტაპობრივად მოხდება. კონკურსის მიზანია ამ ინსტიტუტის წარმოშობის, განვითარების, სამოქალაქო დავების მოგვარებისთვის მისი მნიშვლების გაცნობა მოსახლეობისთვის და საქართველოში მისი დანერგვის შესახებ მსჯელობის წახალისება.
ჟურნალისტების მონაწილეობის პირობაა ტელე, რადიო, ინტერნეტ ან საგაზეთო სიუჟეტის/სტატიის მომზადება და მისი ცენტრალურ ან რაიონულ ტელე- ან რადიომაუწყებელში, გაზეთში ან ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნება 2012 წლის 5 მარტიდან 10 აპრილამდე პერიოდში.
მასალის კონკურსზე წარდგენის პირობები:
_ ტელე- ან რადიოსიუჟეტი წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულ მატარებელზე (CD ან DVD). მასალასთან ერთად უნდა მიეთოთოს სიუჟეტის ეთერში გასვლის თარიღი და დრო, ასევე ის ტელე- ან რადიომაუწყებელი და გადაცემა, რომლის ეთერშიც გავიდა სიუჟეტი.
_ ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტმა უნდა წარმოადგინოს იმ გაზეთის ან ჟურნალის ასლი, რომელშიც გამოქვეყნდა საკონკურსო მასალა.
_ ინტერნეტ გამოცემის ჟურნალისტმა უნდა მიუთითოს ბმული, სადაც განთავსებულია მასალა და ასევე წარმოადგინოს მასალის ამობეჭდილი ვერსია.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა მიუთითონ საკუთარი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 10 აპრილი.
წარდგენილი მასალების შეფასების კრიტერიუმები:
_ ინფორმაციის სიზუსტე და სარგებლიანობა,
_ გადმოცემის სტილი და ენობრივი გამართულობა,
_ ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა.
პრიზი:
კონკურსის შედეგად გამოვლინდება I, II და III ადგილის მფლობელი ჟურნალისტები, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოს: I ადგილი – 900 ლარი, II ადგილი – 700 ლარი, III ადგილი – 500 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ გერმანიის საერთაშორის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის მისამართზე:
გერმანიის საერთაშორის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამა
დანიშნულება: კონკურსი ჟურნალისტებისთვის
ელენე ახვლედიანის აღმართი 4, 0103 თბილისი
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი თორნიკე დარჯანია
ტელ.: 220 18 21