ოზურგეთის მუნიციპალიტეტის “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების” კომისიის შემადგენლობაში ცვლილებებია: კომისიას ისევ პეტრე სალუქვაძე უხელმძღვანელებს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს წევრი, პაატა კიღურაძე იქნება, კომისიის წევრები კი ნესტორ ჟღენტი, მერაბ წივწივაძე, თამაზ ცერცვაძე, თემურ მურვანიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, გრიგოლ ხურციძე იქნებიან.
როგორც საკრებულოს სხდომაზე აღნიშნეს, განკარგულება შეიძლება, გასაჩივრდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ერთი თვის ვადაში.