კონტროლის პალატის უწყებებს სოფლის რწმუნებულები, მისი მოადგილეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს კურიერები და ფოსტალიონები არიგებენ. კონტროლის პალატიდან გამოგზავნილი უწყება ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 12 მოქალაქეს მიუვიდა. “პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად”, _ წერია უწყებაში, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა თითოეულ მათგანს სახლში მიუტანეს. აქედან ოთხი “თავისუფალი დემოკრატების”, ხოლო რვა “რესპუბლიკელების” მხარდამჭერია. მიხეილ სიხარულიძე “თავისუფალი დემოკრატების” მხარდამჭერი, მცხოვრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტიტს სოფელ ძიმითში. ასევე, მხარდამჭერი მარინა გოთუა მცხოვრები სოფელ ვაკიჯვარში. იური წიქარიძე პარტიის წევრი, მცხოვრები სოფელ ნაგომარში. ასევე პარტიის წევრი, სოფელ ლიხაურში მცხოვრები კახაბერ გობრონიძე. რაც შეეხება “რესპუბლიკური პარტიას” მათ ორ წევრს და ექვს აქტივისტს მიუვიდა უწყება. კობა მაისურაძე აქტივისტი მცხოვრები დაბა ლაითურში, მზია მექვაბიშვილი აქტივისტი სოფელ ოზურგეთის მკვიდრი, მზევინარ მალაზონია აქტივისტი, ასევე სოფელ ოზურგეთის მკვიდრი, ირინა მდინარაძე აქტივისტი მცხოვრები სოფელ ვაკიჯვარში, დავით მამინაშვილი აქტივისტი სოფელ ბაილეთის მკვიდრი, თორნიკე შევარდნაძე აქტივისტი მცხოვრები სოფელ ასკანაში, ბესარიონ ბურჭულაძე, პარტიის წევრი მცხოვრები სოფელ დვაბზუში და ასევე წევრი სვეტლანა ბაკურაძე მცხოვრები სოფელ ოზურგეთში.