ოზურგეთელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს საგანგებო ბრიფინგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა, რომელიც გურიაში ბოლო დროს კონტროლის პალატის დაკითხვებს უკავშირდებოდა. როგორც მან განაცხადა პოლიტიკური ტაიმაუტი დაასრულა და ჩეული რიტმით აგრძელებს მის პოლიტიკურ მოღვაწეობას, რადგან თვლის, რომ დრო დადგა გააქტიურების ამ კუთხით. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო “გურია ნიუსის” ყველა ჟურნალისტს, მუხლჩაუხრელი და დაუღალავი შრომისა და თავდადების შედეგის ის, რომ მთელმა საქართველომ გაიგო გურიაში მიმდინარე ეგზეკუციის შესახებ. ლელა ნაცვალაძემ სოლიდარობა გამოუცხადა “ქართული ოცნების” აქტივისტებს და მხარდამჭერებს, რომლებიც უკვე მესამე დღეა დაკითხვაზე ჰყავთ გურიის მუნიციპალიტეტში ეგრეთწოდებულ კონტროლის პალატის თანამშრომლებს. მანვე განაცხადა, რომ ხელისუფლება მთელს ქვეყანაში ახორციელებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ტერორს, რაც გამოიხატება ბოლო დღეებში განვითარებული “ეგზეკუციით” ნაცვალაძე განმარტავს,რომ კონტროლის პალატის მიერ გახორციელებული ქმედება სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და ითვლება თანამდებობების უფლებამოსილების გადამეტებად, ირღვევა მოქალაქის უფლებები, მიმდიმარეობს მოქალაქეთა ფსიქოლოგიური ზეწოლა, არ ეძლევათ დაკითხვაზე ადვოკატით მომსახურების უფლება, რაც არის დაშინების მცდელობა იმ ადამიანებისა, ვისაც გააჩნიათ განსხვავებული აზრი. ნაცვალაძის თქმით, უწყება, რომელიც მოქალაქეებს მოუვიდათ, არის უკანონო.
_ დოკუმენტს არ აქვს რეგისტრაციის ნომერი. დაკითხვას ახორციელებს კონტროლის პალატის სახელით შინაგან საქმეთა სამინისტოს გამომძიებელი კახა საჯაია და იურისტი გაგა ჩანქსელიანი.
მე, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ვალდებული ვარ დავიცვა თითეული ოზურგეთელის ამომრჩევლის უფლება, ამიტომ მივმართავ გურიის ხელისუფალთ, დაიცვან თავიანთი მოქალაქეთა უფლებები და ხელი შეუშალონ ხელისუფლების უკანონო ქმედებებს ჩვენს რეგიონში. ლელა ნაცვალაძემ აღნიშნული მდგომარეობა შეადარა 2002-2003 წლეებს და დასძინა, რომ იმდროინდელ ხელისუფალთ მსგავსი ქმედება ძალიან ძვირად დაუჯდათ. დღეს როგორც ვხედავთ, სააკაშვილსა და მის რეჟიმს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არ აწყობთ, რადგან დამარცხება გარანტირებული აქვთ. დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის კოლაიციაში შემავალ პარტიებს მიმართავს ინიციატივით-შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლებიც დაიცავს იმ ამომრჩეველთა უფლებებს, ვისაც აქვთ განსხვავებული აზრი.