კონტროლის პალატის საყოველთაო დაკითხვები ოზურგეთში ამ დილითაც გრძელდება. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, 16 მარტს, დაკითხვაზე “თავისუფალი დემოკრატების” სამი წევრია დაბარებული, ერთ-ერთი მათგანი, გელა ბურჯანაძე დაკითხვაზე ვერ გამოცხადდება. ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თემურ სალუქვაძის თქმით, ბურჯანაძე შეუძლოდაა და შესაბამის განცხადებას კონტროლის პალატის წარმომადგენლებს წარუდგენენ: _ დღეს, ასევე, დაბარებულები არიან ჩვენი პარტიის აქტიური წევრები ვანო ხომერიკი და ალეკო ჯოხაძე. კონტროლის პალატამ უწყება “თავისუფალი დემოკრატების” ოფისის მესაკუთრესაც გაუგზავნა. ოფისი ნაქირავები გვაქვს პიროვნებისგან, რომელიც ჩვენი პარტიის წევრი არ არის. _ გვითხრა თემურ სალუქვაძემ.
დაკითხვები დღეს, როგორც წინა ოთხი დღის განმავლობაში, გვიანობამდე გაგრძელდება.