ქალს, დედას მიეძღვნა საღამო, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ბიბლიოთეკამ ხიდისთავის საჯარო სკოლასთან ერთად ჩაატარა.
ღონისძიებას საბიბლიოთეკო გაერთიანების კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მოიწონეს ღონისძიება და მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს.
ღონისძიებაზე მოწვეული ჰყავდათ აქტიური მკითხველები _ ვაჟა თავართქილაძე, ნათელა გუდავაძე, ავთო ფოცხიშვილი. ისინი წიგნებით დაასაჩუქრეს.