ოზურგეთში, 30 მარტს ვერიკო ხუხუნაიშვილის ბენეფისი გაიმართება. მას დაბადებიდან 50, ხოლო სასცენო მოღვაწეობიდან 30 წელი შეუსრულდა, ამ ხნის განმავლობაში მან ორმოცდაათამდე მთავარი და ამდენივე ეპიზოდური როლი ითამაშა.
“გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისიდან სხვა სტუმრებთან ერთად, ახალგაზრდა მწერალი ლაშა ბუღაძე ჩამოვა _ სწორედ მის დაწერილ პიესაში ითამაშა 2011 წელს, ქალბატონმა ვერიკომ ნუნუ დეიდას როლი, რის გამოც, მას ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო შემსრულებლის პრემია მიენიჭა.