ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ოპერატორები გაათავისუფლეს.
შპს “გადაუდებელი სამედიცინო დახმარების” ფილიალის დირექტორმა ზოია კუჭავამ დაგვიდასტურა, რომ ოთხ ოპერატორს 2012 წლის 1 აპრილიდან მართლაც გაათავისუფლებენ: _ ეს გადაწყვეტილება შპს “გადაუდებელი სამედიცინო დახმარების” ხელმძღვანელობამ მიიღო, რადგან ყველა ბრიგადას საკონტაქტო ტელეფონი გააჩნია და თვითონვე არეგულირებენ გამოძახებას. ასე რომ, აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 599629203, _ გვითხრა კუჭავამ.