https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სანდრო გირგვლიანი: თინა ბურჯალიანისთვის _ “უბედური შემთხვევა”, სტრასბურგისთვის _ საზარელი მკვლელობა

17:03; 29.03.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ევროპის სასამართლომ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო – შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ადგილობრივი სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტი – ერთობლივად მოქმედებდნენ იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემზარავ საქმეში,” _ “2011 წლის 26 აპრილი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”

“რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეს, იუსტიციის სამინისტრო მსგავსი უბედური შემთხვევების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებს”, _ თინა ბურჯალიანი. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე. 2012 წლის 29 მარტი.

იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემზარავ ფაქტს უბედური შემთხვევა უწოდა, ტერმინოლოგია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა შეუსწორა. მისი თქმით, ბურჯალიანმა ტერმინოლოგიური შეცდომა დაუშვა: “სინამდვილეში, ეს იყო არა უბედური შემთხვევა, არამედ ძალიან მძიმე დანაშაული, _ განაცხადა გაბაშვილმა.

თუმცა, გოკა გაბაშვილმა ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებად მოიხსენია.

იმედია, გაბაშვილს ტერმინოლოგიას სხვები გაუსწორებენ, რადგან გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება არა ევროსაბჭომ, არამედ ევროსასამართლომ გამოიტანა.

თინათინ ბურჯალიანი კი სწორედ ის მაღალჩინოსანია, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოში სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენდა.

სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ, სადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობას შემზარავი ფაქტი ეწოდა, ერთ-ერთმა პირველმა სწორედ მან შეიტყო.

გირგვლიანის ადვოკატი, შალვა შავგულიძე გახლდათ, რომელმაც თინა ბურჯალიანისგან განსხვავებით, ძალიან კარგად იცის, რასაც გულისხმობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც 38-ე მუხლის დარღვევაზეა საუბარია

38-ე მუხლის დარღვევა კი სერიოზული ბრალდებაა სახელმწიფოს მისამართით.

შალვა შავგულიძე: “ამ მუხლის დარღვევის დაფიქსირება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ ხელი არ შეუწყო ევროსასამართლოში საქმის განხილვას და წარმოებას. უფრო მეტიც, ფალსიფიცირებული მტკიცებულებებიც კი წარადგინა. მართლა თავის მოჭრაა, როდესაც ამ დონის სასამართლო მთავრობას ეუბნება, რომ მასთან არ თანამშრომლობს, მტკიცებულებებს ან დაგვიანებით აწვდის, ან საერთოდ არ აწვდის, ან აყალბებს. ქვეყანა, რომელიც მიერთებულია ევროკონვენციას და მისი ხელისმომწერია, პირველ რიგში, იმაზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებას დაიცავს. აქ ორი მთავარი ასპექტია: პირველი _ თავად, ანუ ხელისუფლებამ არ უნდა დაარღვიოს ეს უფლება, არ უნდა ჩაიდინოს მკვლელობა და მეორე _ როცა სხვა ჩადის მკვლელობას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, რათა დაზარალებულის ოჯახმა მაქსიმალური მორალური კომპენსაცია მიიღოს.”

სანდრო გირგვლიანის საქმე ის განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევაა, როცა თავად მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს მკვლელობა; მკვლელობის შემკვეთები დღემდე მუშაობენ საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე; და, რაც მთავარია, სახელმწიფო ამაში ვერაფერს ხედავს დრამატულს. ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის საქმეზე იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის მოადგილის, თინა ბურჯალიანის მეშვეობით, თავიდანვე თავისებური ინტერპრეტაციებით გაახმოვანა.

ამიტომაც, ნაკლებადდასაჯერებელია დღეს თავად ბურჯალიანისა და უმრავლესობის ლიდერების ახსნა-განმარტებები წამოცდენებთან დაკავშირებით.

წამოცდენილ ტერმინ “უბედური შემთხვევისგან” განსხვავებით, სამთავრობო საათზე თინა ბურჯალიანმა საკმაოდ დაბეჯითებით განაცხადა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა. გადაწყვეტილების აღსრულებად ოჯახისთვის 50 000 ევროს გადახდა მიიჩნია. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მთავარი აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ თანხის გადარიცხვა ვადების დარღვევის გარეშე ანუ სამ თვეში გახორციელდა.

მანანა კობახიძე, ექსპერტი ევროსასამართლოს საკითხებში: “თინათინ ბურჯალიანი არის საერთაშორისო სამართლის საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტი. საკმარისზე მეტად იცის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, ამიტომ მშვენივრად მოეხსენება, რას ავალებს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს. ეს არ არის მარტო კომპენსაციის გადახდა, ეს არის სხვა უფრო მასშტაბური ღონისძიებების გახორციელება იმისთვის, რომ ადამიანს აღუდგეს საკუთარი უფლებები. პირველ რიგში, ეს არის ეფექტური გამოძიება და იმ დამნაშავე მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენება, რომლებიც დღეს ისევ თანამდებობებზე არიან. პირდაპირი ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომ ეს ზომები გაატაროს. სწორედ ეს არის ევროპის სასამართლოს სტანდარტების იმპლემენტაცია და დანერგვა ქვეყანაში. და ეს მხოლოდ ფულის გადახდას არ გულისხმობს. ამ ლოგიკით, ამათ შეუძლიათ, ხვალ მეორე გირგვლიანი მოკლან, ზეგ – მესამე, მერე ამ მკვლელობებში იხადონ ფულები ჩვენი ჯიბიდან და იძახონ, რომ აღასრულეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება.

ეს ყველაზე კარგად იცის თინათინ ბურჯალიანმა. დარწმუნებული ვარ, ის ხვალ ლექციაზე რომ შევიდეს, და ალბათ კითხულობს კიდეც სადმე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი რომ აუხსნას თავის სტუდენტებს, პირველი, რასაც ეტყვის ის იქნება, რომ მხოლოდ ფულადი კომპენსაცია არ ნიშნავს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. სახელმწიფოს რა ვალდებულებები აქვს ამ მექანიზმების დანერგვის მხრივ, გადასარევად იცის ბურჯალიანმა. მაგრამ როდესაც ეს პოლიტიკას ეხება და პირდაპირ ააშკარავებს ხელისუფლების დანაშაულებრივ, კრიმინალურ ქმედებას, ძალიან უსინდისო ფორმებით იმართლებენ თავს. მე შემრცხვებოდა ბურჯალიანის ადგილას. ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს და არ მჯერა, რომ ის გულწრფელად ფიქრობს იმას, რასაც ამბობს”.

გირგვლიანის საქმე არც უბედური შემთხვევაა და არც შემაშფოთებელი ფაქტი. ეს არის ტრაგედია, რომელშიც ხელისუფლების და მისი ერთ-ერთი შტოს, სასამართლო ხელისუფლების ხელიც ურევია: თავის დროზე, სასამართლოში აბსოლუტურად გამოუძიებელი საქმე გაიგზავნა, რომელშიც ცალსახად იყო გამოკვეთილი დამკვეთთა ვინაობა, მაგრამ ყველაფერი “მეისრეებსა” და შემსრულებლებზე გადატყდა. დიდი იურიდიული მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ დამკვეთი უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე შემსრულებელი.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში კი გარკვევით წერია: “ხელისუფლების სხვადასხვა შტო – შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ადგილობრივი სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტი – ერთობლივად მოქმედებდნენ იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემზარავ საქმეში”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27 თებერვალი, 2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27 თებერვალი, 2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27 თებერვალი, 2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27 თებერვალი, 2026
სამართალი

სპეცოპერაცია ბათუმში – რა დეტალებია ცნობილი

16:15; 27 თებერვალი, 2026

ვაზის გურული ჯიშები _ ჩხავერი

გათავისუფლების მოთხოვნა პოლიტიკური მოტივით

ყველა სიახლე

სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026
სამართალი

სპეცოპერაცია ბათუმში – რა დეტალებია ცნობილი

16:15; 27.02.2026
საზოგადოება

“მიწის ფენა ჩავარდა და დროებითი ჯებირებიც ჩაყვა”

15:48; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო