https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო მარათონი სამეზობლოში

3:04; 4.04.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ პროცესში ჩართულნი არიან რამდენიმე სოფლის რწმუნებული, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა, ე.წ. აიპი-ებში დასაქმებული პირები.

2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში არა ერთი ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა _ საჯარო მოხელეები აგიტაციას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ეწეოდნენ, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების _ გურიანთის, მერიისა და ოზურგეთის რწმუნებულები სამუშაო კაბინეტებს წინასაარჩევნო შტაბებად იყენებდნენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სააგიტაციო მასალა და მხარდამჭერთა სიები მათი სამუშაო ოთახების შემადგენელი ნაწილი იყო, რასაც არც მალავდნენ: “მე ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ და შვიდიანები ხომ არ მექნება კაბინეტში?!” _ აცხადებდა მაშინ სოფელ ოზურგეთის რწმუნებული, გრიგოლ ჩხაიძე. ამავე სოფლის საბავშვო ბაღის ყოფილი გამგე, ბაღის შენობაზე მხოლოდ მმართველი პარტიის პლაკატების გაკვრას მარტივად ხსნიდა: “ბაღს ყველაფერი “ნაციონალებმა” გაუკეთეს და ახლაც ისინი ამარაგებენ სხვადასხვა პროდუქტით”. ბაღის გამგე მის კაბინეტსა და ბაღის შესასვლელში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებსაც მმართველი პარტიის დამსახურებად მიიჩნევდა: “დიახ, ნაციონალური მოძრაობა, გამგეობა და ჩვენ ყველა ერთად ვართ შეკრული,” _ ასეთი განმარტებებს აკეთებდა ორი წლის წინ, ბაღის უკვე გათავისუფლებული გამგე.

ძველი მეთოდები წელსაც განახლდა, თუმცა არჩევნებამდე, რამდენიმე თვით ადრე.

_ მოვიდნენ და მკითხეს, რამდენი ვცხოვრობდით ოჯახში, მონაცემების ჩანიშვნის შემდეგ, დაინტერესდნენ, ვის ვუჭერდით მხარს, _ გვითხრა 27 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გრიშაშვილის #14-ში მცხოვრებმა.

ამ ფაქტს, ამავე საერთო საცხოვრებლის მკვიდრი კიდევ ერთი მოქალაქე ადასტურებს: “ჩემთანაც იყვნენ მოსულები. მკითხეს, რამდენი ვცხოვრობდით სახლში. პირადობის მოწმობა ჩემთვის არ მოუთხოვიათ. ზუსტად რისთვის სჭირდებოდათ, ვერ გეტყვით. მე მიშას გარდა, ხმას არავის მივცემ და არც ჩემს პირადობას ვაჩვენებ ვინმეს. მე მგონი, ამ მთავრობის მომხრე ვინც არის, იმის მონაცემებს აგროვებდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი პრეზიდენტის გარდა, ხმას არავის მივცემ და ეს მასაც ვუთხარი”, _ გვითხრა აღნიშნულ უბანში მცხოვრებმა.

სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის გურიის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომელი “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ეს მისი პირადი საქმეა და არ აკონკრეტებს, რა მიზნით შეაგროვა მეზობლების პირადი მონაცემები.

_ როგორც გვითხრეს, თქვენს უბანში აგროვებდით მეზობლების პირად მონაცემებს.

_ კი, ბატონო.

_ რისთვის გჭირდებოდათ მონაცემთა შეგროვება?

_ არაფრისთვის. ისე მჭირდებოდა რაღაცისთვის, რა მნიშვნელობა აქვს?

_ აქვს მნიშვნელობა, რადგან თქვენ საჯარო სამსახურში ხართ დასაქმებული.

_ ჩვეულებრივად ვაგროვებდი. რამდენი სული იყო, ის უნდა აღმეწერა.

_ დაგავალეს, თუ თქვენი ინიციატივით შეითავსეთ დამატებითი საქმე?

_ არავის არ დაუვალებია, მე თავად გავაკეთე, ჩემი ინიციატივით. თქვენ ვინ გითხრათ ამის შესახებ?

_ თქვენმა რამდენიმე მეზობელმა.

_ მერე რა?

_ ასევე, ისიც გვითხრეს, რომ მონაცემების შეგროვების შემდეგ, ეკითხებოდით, თუ ვის უჭერენ მხარს.

_ არანაირი ეგეთი რამ არ ყოფილა, მასეთი კითხვა არ დამისვამს.

_ ვის გადაეცით მონაცემები შეგროვების შემდეგ?

_ ტელეფონში რას მესაუბრებით? მობრძანდით სამსახურში ან მე მოვალ თქვენთან.

_ სატელეფონო საუბარიც საკმარისია, თუმცა, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, მობრძანდეთ.

_ ჩემთვის აქვს მნიშვნელობა. ტელეფონში რომ მესაუბრებით, რა გაინტერესებთ თქვენ?

_ მაინტერესებს, ვისი დავალებით შეაგროვეთ მონაცემები, რა მიზნით და ვის გადაეცით?

_ მე თვითონ მჭირდებოდა და ამიტომაც ვაგროვებდი. არავის დავალება არ ყოფილა, ეს ჩემი პირადი საქმეა, _ გვითხრა გურიის გუბერნიის თანამშრომელმა.

სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე წუთში, “გურია ნიუსი” შეეცადა, გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს დაკავშირებოდა, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მის სამუშაო კაბინეტამდე რომ მიაღწიო კი, შესაძლოა საათობით რიგში დგომა მოგიხდეს და ვერც პასუხი მიიღო, როგორც ჩვევიათ, მხოლოდ მოუცლელობის საბაბით. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი საჯარო მოხელეებისგან კომენტარების მოპოვება, ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლაზე აკრძალვების დაწესების შემდეგ, კიდევ უფრო გართულდა.

გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი შალვა ბოლქვაძე ამბობს, რომ მსგავსი დავალება არავისთვის მიუცია.

_ ბატონო შალვა, თქვენი თანამშრომელი მეზობლების პირად მონაცემებს აგროვებს. თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია? როგორც ამბობენ, ხელქვეითები სამსახურის უფროსებისგან იღებენ მსგავსი ტიპის სამუშაოს შესრულების დავალებას.

_ არანაირი მსგავსი დავალება არ მიმიცია არც ერთი თანამშრომლისთვის და არც საქმის კურსში ვარ. არ იქნება ეს მართალი. სამსახურებრივად მსგავსი რამ არავისთვის დამივალებია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პროგრამების დირექტორი, ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ დაუშვებელია შეაგროვო მონაცემები, თუ კონკრეტული მიზანი წინასწარ მკაფიოდ არ იქნება გაცხადებული: _ მთავარია, უნდა თქვან, რისთვის აგროვებენ. მეორე, აუცილებელია, არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეთ პარტიის მიერ შეგროვებულ მონაცემებთან, მით უფრო, პოლიტიკურ სიმპათიებზე საუბარი ხომ ზედმეტია. ეს არის სამსახურებრივი აღრევა. ერთის მხრივ, ასრულებ სამსახურებრივ მოვალეობას და მეორეს მხრივ, იმავე დროს ეწევი პარტიულ საქმიანობას. მახსოვს, გასულ არჩევნებზე სოფელ ყარაჯალაში შეაგროვეს მონაცემები, თითქოს ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდათ. ეს ინფორმაცია მივაწოდეთ უწყებათაშორის ჯგუფს, მათ კი თქვეს, რომ პირადი მონაცემების შეგროვება ამ ადამიანებს არ შეეძლოთ.

_ ჩინოვნიკმა გვითხრა, რომ ეს მონაცემები მისთვის სჭირდება და შეგროვებაც მისი პირადი საქმეა.

_ მისთვის სჭირდება, რას ნიშნავს? მაშინ სამსახურებრივ უფლებამოსილებას იყენებს ბოროტად. შეიძლება რაღაცისთვის მეზობლის პირადობის მოწმობის მონაცემები დასჭირდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს დასაბუთებული. როცა ამბობს, ჩემთვის მჭირდებაო, პირველ რიგში, უფლებამოსილების გადამეტებაა. თანაც თუ ეკითხება, ვისი მომხრე ხარო, ეს კიდევ აღრევაა და აკრძალულია. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ჩინოვნიკს ეს საერთოდ არ შეუძლია. ზოგადად, როცა ადასტურებს, რომ აგროვებს პირადობის მოწმობის მონაცემებს და არ ხსნის, რისთვის უნდა, ეგეც, რა თქმა უნდა, არაკანონიერია. თუ აგროვებენ მონაცემებს რომელიმე პარტიის ეგიდით, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ თუ აგროვებს, როგორც საჯარო მოხელე პარტიის ეგიდით, ეგ უკვე პრობლემაა.

2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე “გურია ნიუსის” კორესპონდენტებმა ე.წ. მომხრე-მოწინააღმდეგეების სახელობითი სიები სხვადასხვა სოფლის რწმუნებულების სამუშაო მაგიდაზე დააფიქსირეს, რის გამოც ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული 1 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო სოფელ მერიის და სოფელ ოზურგეთის რწმუნებულებმა საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე თავი იმართლეს, უფრო სწორად, ამართლებინეს, რომ ეს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების მსურველთა და მოწინააღმდეგეთა მონაცემები იყო.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

კონკურსი გრძელდება

"ხალხი ისეა დაშინებული, საუბრისაც კი ეშინია!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორ შევინახოთ მზა კერძები სწორად

19:15; 27.12.2025
საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

16:23; 27.12.2025
საზოგადოება

მეწყრული პროცესი განვითარდა, 14 ოჯახი გააფრთხილეს – რა ხდება შუახევში

16:16; 27.12.2025
სამართალი

სუს-ი: კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 11 პირი პასუხისგებაში მიეცა

15:55; 27.12.2025
სამართალი

იტალიაში კოსმეტიკის მოპარვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

15:51; 27.12.2025
საზოგადოება

რა ღირს 1 კგ. ყველი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

14:46; 27.12.2025
პოლიტიკა

ბაჩო ახალაია პროკურორს: ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ

14:24; 27.12.2025
მსოფლიო

კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

13:23; 27.12.2025
პოლიტიკა

„ამდენი ხნის შემდეგ, მშვიდ გარემოში, წყნარად დამტკიცდა წლის დოკუმენტი“ – დავით დარჩია

13:07; 27.12.2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე ინტენსიური თოვის შედეგად

12:42; 27.12.2025
ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27.12.2025
სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო