ლანჩხუთელი ოპოზიციონერის, ელგუჯა ჩხაიძის შემდეგი სასამართლო პროცესი 18 აპრილისთვის გადაიდო. მეორე სასამართლო პროცესზე ჩხაიძის ადვოკატებმა ოფიციალურად მოითხოვეს ვიდეო და აუდიო ჩამწერით სარგებლობის უფლება. თუმცა, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, მოსამართლისგან უარი მიიღეს. როგორც ელგუჯა ჩხაიძე “გურია ნიუსთან ამბობს, შემდეგ პროცესზე მტკიცებულებები უნდა წარადგინონ.
_ მეორე პროცესი 10 წუთსაც არ გაგრძელებულა და გადაიდო. იმედია, მესამე პროცესიც არ გადაიდება, _ გვითხრა მან.
შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ჩხაიძე 2012 წლის იანვარში სამართალდამცავებმა საკუთარი სახლიდან აიყვანეს. მას იარაღის უკანონოდ შენახვაში სდებენ ბრალს _ ჩხაიძის საკარმიდამო ნაკვეთში სამართალდამცავებმა ქათმის ბუდეში ჩადებული მჭიდი “აღმოაჩინეს”.