https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პატრიარქის ნათლული 92 წლის ლანჩხუთელი

3:04; 17.04.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

9 აპრილი, ლანჩხუთის ცენტრი. გერმანიიდან საპატიო სტუმარს ელოდებიან.

სულ ცოტა ხანში ავტობუსის კარი გაიღო და შუა ტანის, ასაკოვანი მამაკაცი ჩამოვიდა. დამხდურებს მიესალმა და პირველი სკოლის წინა ხედს დაკვირვებით მიაჩერდა: “ჩემს დროს შენობა წინა მხრიდან აგურით იყო გაწყობილი და ამიტომ მას აგურის სკოლას ვეძახდით”, _ თქვა ქართულად სტუმარმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე წასული, აცანელი ვახტანგ ჩხაიძე აღმოჩნდა.

სტუმარს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ლევან ჩხაიძე მიესალმა და ერთი ისტორია გაახსენა: ბატონი ვახტანგი და ლევან ჩხაიძის მამიდა, ლიდა ჩხაიძე თანაკლასელები ყოფილან. ქალბატონი ლიდა საჩხერის რაიონში აკადემიკოსის ოჯახში ყოფილა გათხოვილი და როცა გაუგია, რომ ვახტანგი გერმანიაში მოღვაწეობდა, მისთვის წერილი გაუგზავნია.

“როგორ არ მახსოვს _ ლიდას შვილიშვილმა ჩამომიტანა ეს წერილი. შემდეგ პასუხიც გამოვატანე. ძალიან კარგი ადამიანი იყო მამიდათქვენი. მის მამასაც ვიცნობდი”, _ უპასუხა სტუმარმა.

იქვე თავის შთამომავლებს მიმართა (ბატონი ვახტანგი გერმანიიდან 22 ჩხაიძის თანმხლებით ჩამოვიდა): _ “მე ამ სკოლაში ვსწავლობდი”.

მანამდე საპატიო სტუმარმა სოფელ ჯუნეწერში დედის საფლავი და ბავშვობის დროინდელი ოდა-სახლი მოინახულა.

პირველი საჯარო სკოლის დათვალიერების შემდეგ სტუმრები აცანაში გაემგზავრნენ. კერძოდ, ტელმანის უბანში, სადაც ბატონი ვახტანგი დაიბადა.

1920 წელს აცანაში, ტელმანის უბანში ასლან და ელენე ჩხაიძეების ოჯახში ვაჟი გაჩნდა, რომელსაც ვახტანგი დაარქვეს. ის პატარა იყო, როდესაც მამა ყაზახეთში გადაუსახლეს და შემდეგ დაუხვრიტეს. დედამ მშობლიურ კუთხეში, ჯუნეწერში გადაწყვიტა დაბრუნება და სამივე შვილიც თან წამოიყვანა. ბატონ ვახტანგის და-ძმა ჰყავდა, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ და დღეს გარდაცვლილები არიან. 17 წლის იყო, როდესაც დღევანდელი პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა, რომლის დასრულების შემდეგ, ექიმის დიპლომი მიიღო. ამასობაში ომი დაიწყო და 1941 წლის 10 სექტემბერს ფრონტის ხაზზე გაიწვიეს. 1942 წელს გერმანელების ტყვეთა ბანაკში მოხვდა, სადაც “ქართულ ლეგიონში” ჩაეწერა. 1946 წელს მეორედ ჩავარდა ტყვედ, ოღონდ ამჯერად ამერიკელებმა დაატყვევეს. მას შემდეგ მისი ასავალ-დასავალი 1957 წლამდე არავინ იცოდა. მხოლოდ იმ წელს უთქვამთ მისი ძმისთვის, რომ გერმანიაში იმყოფებოდა. ბატონმა ვახტანგმა გერმანიის ერთ-ერთი უდიდეს ქალაქ მიუნხენში პროფესიით გააგრძელა საქმიანობა _ იგი თერაპევტია: _ 1967 წელს კლინიკა დაარსდა, სადაც 30 წელი ხელმძღვანელად ვმუშაობდი. შემდეგ ეს პროფესია ჩემს ერთ-ერთ შვილს, ოთარს შევასწავლე და ახლა ის არის უფროსიო, _ გვითხრა სტუმარმა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ 92 წლისა, დღესაც აქტიურად არის ჩართული კლინიკის საქმიანობაში. ეს კლინიკა მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ კლინიკად ითვლება და მისი სტუმარი ხშირად გახლავთ ბატონი ვახტანგის ნათლია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე _ პატრიარქი გეგმიური გამოკველევების ჩასატარებად სწორედ აცანელი კაცის მიერ დაარსებულ კლინიკას სტუმრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ვახტანგი ათეული წელია საქართველოში აღარ ცხოვრობს, მას ქართული ენა და ზნე-ჩვეულებანი არ დავიწყებია, პირიქით: _ დღესაც ქართულად ვწერ და ვლაპარაკობ. ჩემს გერმანელ მეუღლესაც (იგი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. რედ.) და შვილებსაც ქართული ვასწავლე. თუმცა, დაავიწყდათ _ არ საუბრობდნენ და ალბათ ამიტომ. შვილიშვილებმაც მინდა იცოდნენ, საიდან არიან და ისინიც ჩამოვიყვანე.

ბატონ ვახტანგს 4 შვილი ჰყავს: ოთარი, რომელიც პროფესიით ექიმია, ვახტანგის ძმის სახელს ატარებს; ასლანი _ არქიტექტორი, ბაბუას სეხნიაა; ელენე _ ფსიქოლოგი, კი ბებიის. ბატონმა ვახტანგმა თავის მეოთხე შვილს სტეფანე სიმამრის საპატივცემულოდ დაარქვა. ელენეს შვილებიც: თენგიზი, ლუკა, თამაზი და თეონა ჩხაიძეები არიან.

ტელმანის უბანში ბატონი ვახტანგი თავის ბიძაშვილის, პატკუ ჩხაიძის ოჯახს ესტუმრა. საკმაოდ ამაღელვებელი იყო ბიძაშვილების შეხვედრა. 1994 წლის შემდეგ (სწორედ მაშინ ჩამოვიდა ის საქართველოში 53-წლიანი განშორების შემდეგ. რედ.) ბატონი ვახტანგი საქართველოში აღარ ყოფილა. იქვე ეზოში მდებარე მანდარინებზე მიგვითითა: _ ეს მანდარინები 1911 წელს არის დარგული. დიდი ყინვები ყოფილა მაშინ და რამდენიმე ძირი გადარჩა. ძალიან მიხარია, რომ კვლავ დამხვდა.

ამ დროს ეზოში ხმაურით მეზობელი შემოვიდა _ ბიჭიკო ჩხაიძე ბატონი ვახტანგის ნათესავი ყოფილა: _ აგი, ჩემთან შედარებით, დიდია _ 4 წლით არის უფროსი. პირველად რომ ჩამევიდა, თამადა მე ვიყავი. ძალიან გამიხარდა, რომ კიდევ ერთხელ ვნახე. ყოჩაღად გამეიყურება, _ გვითხრა 88 წლის ბიჭიკო ჩხაიძემ.

სტუმრებს ოჯახში სახელდახელოდ გაშლილი სუფრა დახვდათ, სადაც რამდენიმე ჭიქით დაილოცეს და აცანის ცენტრისკენ აიღეს გეზი. გზად ბატონი ვახტანგის შვილი ელენე გამოგველაპარაკა:

_ გამარჯობათ, მე ელენე ვარ. ქართველი, ჩხაიძე. ჩემი შვილებიც ჩხაიძეები არიან.

_ პირველად ხართ საქართველოში?

_ არა, მეორედ, მაგრამ აქეთ პირველად.

_ მოგწონთ აქაურობა?

_ ძალიან. საქართველო მაგარია.

სტუმრებმა აცანის ცენტრში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია მოინახულეს, რომლის შემდეგაც მათ საპატივცემულოდ გაშლილ კიდევ ერთ სუფრასთან მიიპატიჟეს. ეკლესიის წინამძღვარმა მამა გაბრიელმა სტუმრები დალოცა და საქართველოს და გერმანიის სადღეგრძელო შეისვა.

დაახლოებით ერთ საათში, სტუმრები აცანიდან გაემგზავრნენ. მანამდე ეკლესიის ეზოში ბატონი ვახტანგი ყველასთვის საყვარელ ადამიანს, მარიამ ჩხაიძეს გაესაუბრა.

“ძალიან მიხარია თქვენი ნახვა, მეც 92 წლის ვარ და დღესაც ვმუშაობ”, _ უთხრა მარიამ მასწავლებელმა სტუმარს.

წასვლის წინ ბატონმა ვახტანგმა გვითხრა: _ მე აცანელი ქართველი ვარ!!!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

10:03; 23 დეკემბერი, 2025

ჩოხატაურში დღეს "ქართული ოცნების" ოფისი იხსნება

ჩოხატაურში "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

19:02; 23.12.2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მომსახურების ცენტრს ირაკლი გაბედავა უხელმძღვანელებს

18:06; 23.12.2025
სამართალი

ზუგდიდში მამაკაცი მოკლეს

17:39; 23.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23.12.2025
პოლიტიკა

თამთა მიქელაძე: აშკარა იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი მეარყიშვილს ამისთვის ფასს გადაახდევინებდა

16:38; 23.12.2025
პოლიტიკა

ლევან სამუშია: გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?!

15:44; 23.12.2025
პოლიტიკა

DRI : ახალგორში აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკანონოდ დააკავეს

15:38; 23.12.2025
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23.12.2025
ფინანსები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

14:17; 23.12.2025
ფინანსები

შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa

12:58; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო