დავით ბერძენიშვილი მოსახლეობას შეხვდა
30 აპრილს, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი და ქართული ოცნების კოორდინატორი გურიის რეგიონში, დავით ბერძენიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების _ დაბლაციხის, ბუკისციხის, გოგოლესუბნის მოსახლეობას შეხვდა და კოალიციის მიზნებსა და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. ბერძენიშვილმა ვრცლად ილაპარაკა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და განათლების სისტემის კოალიციის მიერ შემუშავებულ პროექტებზე; გლობალ-TV-ს პროექტზე, რომელიც მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენის ერთწლიანი განვადებით გადაცემას ითვალისწინებს.