მადონა ბერიძემ და თამაზ ტრაპაიძემ ვრცლად ისაუბრეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ინიციატივაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებს პოლიტიკური აქტივობისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებები მიენიჭებათ: _ კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუმართლებლად მიგვაჩნია აღნიშნული ინიციატივა და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ იმგვარი დამოკიდებულება, რომელიც უზენაესი კანონის გარკვეულ გარემოებებსა და პიროვნებებზე მორგებას გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ინიციატივები საფრთხის ქვეშ აყენებენ კონსტიტუციის მნიშვნელობას, რაც მკვეთრად უარყოფითად აისახება კანონის უზენაესობაზე, _ თქვა მადონა ბერიძემ.