დღეს კი ადმინისტრაციაში გაგვიმარტეს, რომ წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსს, ნათია ბანძელაძეს გადაეგზავნა.
შეგახსენებთ, რომ “გურია ნიუსმა” 10 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩაწერის თხოვნით წერილი შეიტანა:
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერს, ქ-ნ მანანა მანჯგალაძეს
ასლი: საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
“გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან, გთხოვთ, საშუალება მოგვცეთ, შედგეს ჩვენი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ რეგიონის ჟურნალისტები მოკლებულები ვართ პრეზიდენტთან შეხვედრისა და მისთვის კითხვის დასმის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის და გაზეთის მკითხველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად საინტერესოა პრეზიდენტის ინტერვიუ,” _ ნათქვამია ჩვენს მიერ შეტანილი წერილის ნაწილში.
წერილს იმავე დღეს მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი. განხილვის შედეგებს კი უახლოეს მომავალში ველოდებით.