და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც მოსარჩელეებს _ ლევან გვარმიანს, გიორგი ოძელს, ლაშა გვასალიას, ომარ ჯოლიას, ბესიკ მამულაშვილს და მარლენ ხუცურაულს დაეკისრათ პოლიტიკური პარტია “განახლებული საქართველოსთვის” გადარიცხული შემოწირულობის ათმაგი ოდენობის, საერთო რაოდენობით 650 000 ლარის ჯარიმის გადახდა. აღსანიშნავია, რომ არც კონტროლის პალატამ, არც თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მოსარჩელე მხარის საფუძვლიანი არგუმენტები შემოწირული თანხების წარმომავლობის კანონიერებასთან დაკავშირებით.
“განახლებული საქართველოსთვის” შემომწირველები თვლიან, რომ მათ არ დაურღვევიათ კანონი. პირიქით _ მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ დარღვეულია სამართალდაურღვევლობის პრეზუმფცია, რის საფუძველზეც ისინი გამოიყენებენ კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას და სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.