_ ბატონი ბიძინა შეგვპირდა, რომ ხელისუფლებაში მოვიყვან ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სამშობლო უფრო ეყვარება, ვიდრე სკამები და ძალაუფლებაო. ბატონი ბიძინა ჩვენ შეგვპირდა გამარჯვებას და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გუშინ მიხეილ სააკაშვილი ტყუილ დაპირებებს აძლევდა ხალხს, დღევანდელმა დღემ კი დაამტკიცა, რომ მისი არავის არ სჯერა. ჩვენ ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! _ თქვა ნინელი ჭანკვეტაძემ.