ფოტოებზე აღბეჭდილ ამ ხანშიშესულ ადამიანებს, თავიანთვის ბევრი არაფერი უნდათ, გარდა იმისა, რომ ბებიებისა და ბაბუების ფუნქცია ღირსეულად შეასრულონ: “რად მინდა ახალი პროთეზი და ლამაზი ღიმილი, თუ საჭმელი არ მექნება? გაღიმებულმა ვუთხრა ჩემს შვილიშვილებს, კანფეტს ვერ გიყიდი,-მეთქი? პატარა რომ ვიყავი, ჩემთვის ბებიასთან და ბაბუასთან დარჩენა დიდი ზეიმი იყო _ ვიცოდი ბევრ ტკბილ და გემრიელ რამეებს დამახვედრებდნენ. მეც მინდა ჩემს შვილიშვილს კანფეტები და ნაყინი ვუყიდო”, _ გვითხრა ქალბატონმა ელეონორამ და გზა გააგრძელა… ალბათ, მომავლის იმედით…