შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ ოზურგეთის სასპორტო სკოლის ჯგუფები, ლანჩხუთის და ჩოხატაურის გუნდები, სულ 110 მონაწილე. 1997-98 წლებში დაბადებულთა შორის ჩემპიონები გახდნენ: 42 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა რობიკო ლომინაძემ, “ლიხაურის ფილიალი”, მწვრთნელი ალექსანდრე ბოლქვაძე; 46 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ვაჟა გოთუამ, “ლიხაურის ფილიალი”; 50 კგ წონით კატეგორიაში _ ლაშა სალუქვაძემ. 54 კგ _ გიორგი ბაკურაძემ, შემოქმედი.
1990-2000 წლებში დაბადებულთა შორის, სულ 12 გამარჯვებული გამოვლინდა სხვადასხვა წონით კატეგორიაში.
გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით, რომელიც დააწესა ოზურგეთის სასპორტო სკოლამ.
ამ შეჯიბრს, გარდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისა, ესწრებოდა ოლიმპიური ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე.