https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პრეზიდენტის მორიგი დაპირება ანუ სტენდზე განვითარებული ბახმაროს ინფრასტრუქტურა

4:06; 1.06.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ახლა თოვლია… თოვლი იყო მაშინაც, როცა ქვეყნის პირველი პირი პირობას დებდა, რომ განახლებულ სეზონზე, ბახმაროს დამსვენებელს ახალი კონოთეატრი, სუპერმარკეტი, აფთიაქი, განახლებული სტადიონი, სასტუმრო და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დახვდებოდა.

ბახმარო ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. უნიკალური ჰავით ცნობილი კურორტით წლების განმავლობაში ხელისუფლება არ დაინტერესებულა. თანამდებობის პირების ინტერესში კურორტი მას შემდეგ მოხვდა, რაც გაირკვა რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარემ და ფრაქცია ნაციონალების ლიდერმა შოთა სირაძემ, ბახმაროში 300-ზე მეტი მიწის საკუთრების მოწმობა გასცა. გამოძიების მტკიცებით, სირაძემ, რომელიც ახლა მიმალვაშია, დოკუმენტაცია გააყალბა. თუმცა, მთავარ კითხვას _ როგორ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრმა ასობით ყალბი დოკუმენტი, პასუხი დღემდე არ გასცემია. ამ საქმეში კიდევ ბევრი კითხვაა, რომელზედაც პასუხის მიღებას სამი წელია, ამაოდ ცდილობს საზოგადოება. მათ შორის ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ მიწები დაუკანონეს, შემდეგ კი წაართვეს, თანაც ერთ კვირაში. საჯარო რეესტრს, 2011 წლის დეკემბერში, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში 79 ადამიანმა მიმართა მიწის და ზედ დამაგრებული ქონების მიტოვების მოთხოვნით.

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ადამიანებს შორის ბევრი ყოფილი და ბევრიც ახლანდელი ჩინოსანია _ სწორედ მათი სახლების ასაშენებლად განადგურდა ბახმაროში რეკრეაციული ზონა.

დღეს ეს ადამიანები კამერასთან საუბარს გაურბიან, კამერის მიღმა კი აღნიშნავენ, რომ ყალბი დოკუმენტები და მხოლოდ ერთი დამნაშავე ხელისუფლებამ პიარისთვის გამოიყენა. ამბობენ იმასაც, რომ ამ ყველაფრის უკან არაბი ინვესტორები დგანან, რომელთაც ხელისუფლება კურორტს მალე გადაულოცავს. თუმცა, ეს ინფორმაცია საჯაროდ არ ხმაურდება. საზოგადოების ფართო მასებისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბახმაროში ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს, თანაც, დიდი ხანია…

პრეზიდენტის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების ბახმაროში სტუმრობის შემდეგ, ნაციონალური არხებით ბახმაროს განვითარების შესახებ რამდენიმე სიუჟეტი გავიდა.

“რუსთავი2”-ის მტკიცებით, ბახმაროში სამშენებლო პროცესი უკვე დაწყებულია და სეზონზე ასულ დამსვენებელს, კურორტი განახლებული სახით უმასპინძლებს. იგივეს ამბობდა ტელეკომპანია “იმედი”, რომლის ეთერში გასულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ სამუშაოები, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, ზაფხულში დასრულდებოდა, ხოლო შემდეგ ხელისუფლება ბახმაროს ზამთრის კურორტად გამოყენებაზე ზრუნავს დაიწყებდა.

ეს ინფორმაცია რომ სიმართლეს არ შეესაბამება, კარგად იციან იმ ადამიანებმა, რომლებსაც ბახმაროს მთებში საქონელი ყოველ გაზაფხულზე მოჰყავთ. მათ ისიც იციან, რომ შემოდგმის მიწურულს და ადრიან გაზაფხულზე, კურორტზე, სადაც თოვლის საფარი ხშირად 5 მეტრს აღემატება, სამშენებლო სამუშაოების შესრულება შეუძლებელია: _ გამორიცხულია აქ მარტში და აპრილში სამშენებლო სამUშაოების ჩატარება, დეკემბრის ბოლოსაც ვერ იმუშავებდნენ. შარშან, აქედან რომ წავედით, 2 დეკემბერი იყო _ იმხელა თოვლი მოვიდა, რომ სამაშველო სამსახურმა გადაგვიყვანა. მახსოვს, რომ ვიღაცეები ამოვიდნენ, რაღაც დანადგარები უნდა დაედგათ, თუმცა, მიწა ისე იყო გაყინული, ვერაფერი დადგეს და წავიდნენ, გაზაფხულზე ამოვალთო, _ იხსენებს “გურია ნიუსთან” საუბრისას ამირან ბერიძე და აღნიშნავს, რომ ბახმაროში სამუშაოები არც ახლა მიმდინარეობს.

იგივეს ამბობს თამაზ ვაშაყმაძეც. მისი თქმით, არც სამშენებლო მასალები და არც მშენებლები ბახმაროში ჯერ არ უნახავს:

_ ამბობენ, 10 დღეში დაიწყება მშენებლობებიო. მე არ მაქვს მათთან არანაირი შეხება და ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ამ ეტაპზე არანაირი მშენებლობა არ დაწყებულა, _ გვითხრა ვაშაყმაძემ.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, ბახმაროში ვერ ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც ჩვენს კითხვებს პასუხს გასცემდა. ადგილზე არც პოლიცია აღმოჩნდა. სამართალდამცველებს საპატრულო ავტომანქანა შენობასთან ჰყავდათ დატოვებული, თავად კი უმისამართოდ იყვნენ გაუჩინარებულები.

დაზიანებული წყლის მილები, დანგრეული სახლები, ავარიული გზები _ ეს ის რეალობაა, რომელიც ამ ახლა ბახმაროშია.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის შესასვლელში განახლებული ბახმაროს მაკეტის ფოტოები კედელზეა გაკრული. გამგებლის მოადგილე, დიმიტრი კორიფაძე განახლებული კურორტის შესახებ კომენტარს მოუცლელობის მიზეზით არ აკეთებს. ამბობს, რომ ის შენობები, რომლებიც მაკეტების სახით კედელზეა გამოკრული, აუცილებლად აშენდება. თუმცა კითხვაზე როდის, პასუხი არ გააჩნია.

ბახმაროს განვითარების გეგმა, წლების წინ მერაბ ჩხენკელმა შეიმუშავა. ბოლო ინფორმაციით, განვითარების გეგმაზე უცხოელმა სპეციალისტებმა იზრუნეს, თუმცა, როგორც გავიგეთ ბახმაროს განვითარების პროექტი ჯერ დამტკიცებულიც არ არის. ამას ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, კორნელი კუკულავაც ადასტურებს:

_ ბატონო კორნელი, ბახმაროს განვითარების გემის ორი პროექტი არსებობს. ხომ არ იცით, რომელი პროექტია განხილული _ ჩხენკელის გაკეთებული და უცხოელი სპეციალისტების?

_ ხვალ არის განხილვა (საუბარი ჩაწერილია 31 მაისს).

_ გამოდის, რომ განვითარების პროექტი ჯერ დამტკიცებულიც არ არის…

_ როგორ არა. განხილვა მოხდა, მხოლოდ ცვლილებები შევიდა

_ ვისი პროექტის განხილვა მოხდა?

_ ჩხენკელის.

_ ჩხენკელის პროექტით თუ აკეთებენ, რატომ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია, რომ ამისთვის უცხოელი არქიტექტორები ჩამოიყვანეს?

_ ხვალ არის განხილვა და ყველაფერი დაზუსტდება. ბევრი შენიშნვა იყო, ტურიზმის დეპარტამენტიდან ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნა, შენიშვნები ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც. სამუშაოები მიდის და თან პროექტიც ზუსტდება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

_ თუ დამტკიცებული პროექტი არ არსებობს, სამუშაოები როგორ დაიწყეს?

_ თქვენ გინდათ, რომ არ გაკეთდეს?

_ ჩვენ გვეკითხებით, თუ არ არსებობს დამტკიცებული პროექტი, როგორ მიმდინარეობს მშენებლობა?

_ ეგ შეიძლება.

_ რომელ კანონში წერია, რომ დამტკიცებული პროექტის გარეშე მუშაობის დაწყება შესაძლებელია?

_ წერია. შესაძლებელია, პროექტში ცვლილებები შევიდეს და ასეთი რამ ბევრჯერ მოხდება.

_ ახლა ბახმაროში მშენებლობები მიმდინარეობს?

_ ამ წუთას არ ვიცი.

_ ნაციონალური ტელევიზიების ცნობით, სამუშაოები ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო.

_ რა თქმა უნდა. მშენებლობები დაწყებულია, _ დაგვიზუსტა კუკულავამ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი, ვლადიმერ სიხარულიძე ამბობს, რომ მშენებლობის დაწყებამდე ბევრი პროცედურებია გასავლელი: _ მშენებლობების დაწყებას ბევრი პროცედურა აქვს. ამას სჭირდება ნებართვა, ამისთვის კი აუცილებელია დამტკიცებული პროექტი, მიწათსარგებლობის და განაშენიანების გენერალური გეგმა, ზონირება და ა.შ. ეს არც ერთი არ არის. რომც იყოს, მშენებლობა ვერ დაიწყებოდა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. თუმცა, იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებამ დაუმთავრებელი პარლამენტის შენობა გახსნა და სხდომა გამართა ისე, რომ შენობა ექსპლუატაციაშიც არ ყოფილა მიღებული, რომელ კანონზე უნდა ვისაუბროთ?! _ ამბობს სიხარულიძე და დასძენს, რომ მაკეტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის შენობაშია განთავსებული, პიარისთვის განკუთვნილი ნახატებია: _ სიცრუეა, რასაც ნაციონალური არხები გადმოსცემენ. ამით შესაძლოა, მოტყუვდნენ ის ადამიანები, რომლებიც ბახმაროს არ იცნობენ. ყველა გურულს კარგად ესმის, რომ ბახმაროში, შემოდგომის მიწურულს და ადრიან გაზაფხულზე, ზამთარზე აღარაფერს ვამბობ, მშენებლობები ვერანაირად ვერ დაიწყებოდა. შესაბამისად, პრეზიდენტის განცხადება, რომ ახალ სეზონზე დამსვენებელს განახლებული ბახმარო დახვდებოდა, მისი მორიგი ტყუილია პიარის გასაკეთებლად. ის, რაც მუნიციპალიტეტის შენობაშია გამოკრული, არ არის პროექტები _ ეს არის ნახატები პიარისთვის, რომლითაც ხალხს ატყუებენ, _ აღნიშნავს სიხარულიძე.

ადგილობრივი ხელისუფლება პირად საუბრებში ამტკიცებს, რომ სეზონის გახსნისთვის ყველაფერი მოგვარდება, თუმცა, ვერ ხსნის როგორ უნდა აშენდეს სასტუმრო, კინოთეატრი და სხვა ობიექტები 22 დღეში, სეზონის გახსნამდე და როგორ უნდა ისიამოვნოს დამსვენებელმა განახლებული ინფასტრუქტურით მაშინ, როცა სამშენებლო სამუშაოები ჯერ დაწყებულიც კი არ არის.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი "პირში ჩალაგამოვლებული" სოფელი

რამაზ ნიკოლაიშვილი: "თავს კარგად ვგრძნობ. ვემსახურები გურიას და "გურია ნიუსსაც"

ყველა სიახლე

საზოგადოება

რა ღირს 1 კგ. ყველი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

14:46; 27.12.2025
პოლიტიკა

ბაჩო ახალაია პროკურორს: ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ

14:24; 27.12.2025
მსოფლიო

კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

13:23; 27.12.2025
პოლიტიკა

„ამდენი ხნის შემდეგ, მშვიდ გარემოში, წყნარად დამტკიცდა წლის დოკუმენტი“ – დავით დარჩია

13:07; 27.12.2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე ინტენსიური თოვის შედეგად

12:42; 27.12.2025
ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27.12.2025
სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

10:28; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:19; 27.12.2025
პოლიტიკა

ვისთვის გახანგრძლივდა 2026 წლის 1 აპრილამდე დახმარების გაცემა

10:12; 27.12.2025
პოლიტიკა

სადამდე გახანგრძლივდა საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა

10:07; 27.12.2025
სამართალი

ოჯახს 22 ძროხა მოპარეს

10:02; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო