საუბარია ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუინიციპალიტეტებზე. რომელი სად იქნება, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. რაც შეეხება ლანჩხუთს, რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ჯერჯერობით, აქ რეალური კანდიდატურა არ განიხილება.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” დავით ბერძენიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ოზურგეთთან დაკავშირებული ინფორმაცია არ დაადასტურა, ჩოხატაურთან დაკავშირებით კი განაცხადა: “ზუსტად გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ მე ალბათ სადმე ვიქნები. ობიექტური მონაცემების მიხედვით, თბილისის ერთ-ერთ ოლქში ჩატარებული კვლევების მიხედვით შეიძლება აქ ვიყო, იმიტომ რომ ამ კვლევებით კარგი რეიტინგი მაქვს. შეიძლება ვიყო გურიაშიც, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არ არის.”
კითხვაზე, _ სად ურჩევნია მას მაჟორიტარობა, გურიასა თუ თბილისში, დავით ბერძენიშვილმა გვიპასუხა: “ეს საერთო კონტექსტში უნდა გადაწყდეს, თბილისშიც შემიძლია და გურიაშიც. ძალიან კარგად ვიცი, ვითარება სად როგორია, იქაც კონკურენტუნარიანი ვიქნები და აქაც.”