“გურია ნიუსის” ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა და განუცხადა, რომ ეს შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის არ არის.
ჩვენთვის უცნობია, როდის დასრულდება კიდევ ერთი ღამეული შეხვედრა და როდის მოვახერხებთ მოულოდნელად გამოჩენილი სტუმრებისთვის კითხვების დასმას.