https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას გამგებელი ოპოზიციასთან დებატებში

4:06; 8.06.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გამონაკლისი არც ჩოხატაურია, სადაც საჯარო მოხელეებს ჯერ კიდევ აპრილში მოსთხოვეს, მინიმუმ, 10 მხარდამჭერის სიის შედგენა და ხელისუფლებისთვის ჩაბარება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ლელა იმედაშვილთან ინტერვიუ ჩვენ სწორედ საარჩევნო საკითხებზე საუბრით დავიწყეთ.

_ ქალბატონო ლელა, დაიწყო თუ არა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანია?

_ წინასაარჩევნო კამპანიას ჩვენთვის საქმის კეთება ჰქვია და საქმის კეთება ჩვენი ყოველდღიურობაა…

_ რა პროცენტით გეგმავთ არჩევნების მოგებას?

_ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან.

_ მიიღებთ თუ არა მონაწილეობას საარჩევნოდ ადგილობრივ ოპოზიციასთან დებატებში?

_ რა პრობლემაა, თუ მათ არ ექნებათ დისკომფორტი(?!)…

_ გამგებლობის პარალელურად, თქვენ ხართ ნაციონალური მოძრაობის ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენი მხრიდან გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული რესურსი?

_ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამართლებრივი ჩარჩოებიდან არც ერთ შემთხვევაში არ გავალთ.

_ დაზუსტებით ვიცით, რომ საჯარო მოხელეებს ნაციონალებისთვის 10 გარანტირებული ხმის შეგროვება დაევალათ… ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულმა, რომლის ვინაობას ჩვენ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ, დაგვიდასტურა, რომ თქვენს მიერ დარიგებული ბლანკები უკვე შეავსო და ჩაგაბარათ. რატომ ავალდებულებთ ადამიანებს ხმების შეგროვებას?

_ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება(?!).

_ თქვენ არჩევნებში საკმაოდ გამოცდილი კადრი ხართ… ჯერ იყო შევარდნაძის პერიოდი და აქტიური “მოქალაქეთა კავშირელობა”, ახლა “ნაციონალები” და ისევ აქტიურობა… ეს უხერხულობას ხომ არ გიქმნით? მით უმეტეს, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ხშირად აყვედრის შევარდნაძის დროინდელი კადრების შემოკრებას. თქვენც ხომ შევარდნაძის დროიდან მოდიხართ და რატომ არის თქვენთვის, თქვენი ხელისუფლებისთვის შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკობა ოპოზიციის კომპრომატი?

_ დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ღირსება ის არის, რომ კადრებს კვალიფიციურობის მიხედვით აძლევს მუშაობის შანსს. აქამდე, ყველა პერიოდში, ჩემი საქმიანობა მუდმივად საგანმანათლებლო სფეროს უკავშირდებოდა და ეს სფერო ყოველ დროში აპოლიტიკური იყო და არის (ვერ დავეთანხმებით ქალბატონ ლელას, რომ საგანმანათლებლო სფერო ყველა დროში აპოლიტიკური იყო და არის _ საქართველოში, ყველა ხელისუფლების პერიოდში, საგანმანათლებლო რესურსცენტრები ყოველთვის იყო არსებული ხელისუფლების დასაყრდენი. რედ.)

_ რას გააკეთებთ არჩევნების მოსაგებად და ივანიშვილის ფაქტორი რას ნიშნავს თქვენთვის? ფაქტია, რომ მას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, რაც 27 მაისს, თბილისში გამართულმა აქციამაც დაადასტურა…

_ ჩვენი მთავარი მიზანია, ვაკეთოთ ბევრი საქმე ჩოხატაურის და ჩოხატაურელების სასიკეთოდ _ ვფიქრობ, ადამიანები ამ კონკრეტული საქმეების მიხედვით გააკეთებენ არჩევანს. მადლობა ღმერთს, რომ ჩოხატაურის მოსახლეობას სწორი შეფასების და დაფასების უნარი აქვს.

_ ათასობით უმუშევარი ჩოხატაურელი, ავარიული გზები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა _ ეს დღევანდელი ჩოხატაურის რეალობაა. ასე იყო თქვენს მოსვლამდე და ასეა ახლაც… თუმცა, გვახსოვს თქვენი გამგებლად არჩევა და დაპირებები, რომლებიც შეუსრულებელია. რამდენიმეთვიანი გამგებლობის პერიოდში ჩოხატაურისთვის რაიმე ღირებული გააკეთეთ?

_ ჩემი ჩოხატაურში მოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში მოხდა ის, რასაც ალბათ ბევრი გამგებელი ინატრებდა _ საქართველოს პრეზიდენტი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან, გურულების დიდ გულშემატკივართან, ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილთან და ეკონომიკის მინისტრთან ქალბატონ ვერა ქობალიასთან ერთად ესტუმრა კურორტ ბახმაროს და ბევრი გურულის სურვილი ახდა _ ბახმარო განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. აქ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურისტული მიმართულების გააქტიურების გარდა, ჩვენთვის დამატებით სამუშაო ადგილებს ნიშნავს.

გარდა ამისა, გურიის გუბერნატორის, ბატონი ვალერი ჩიტაიშვილის თანადგომითა და მხარდაჭერით, ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის წელს ჩოხატაურში, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით გამოყოფილია 1 240 000 ლარი, რომელიც დაიხარჯება შემდეგი მიმართულებებით: თანხის ძირითადი ნაწილი მოხმარდება დაბის ყველა ქუჩასა და სოფლებში, გადაუდებლად რთულ უბნებზე, გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას; რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბის საბავშვო ბაღებს; ახალი ასფალტის საფარი დაიგება დაბის სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე; დაბის ყველა ქუჩაზე დასრულდება გარე განათების მოწყობა; მუნიციპალიტეტისა და დაბის შემოსასვლელებში მოეწყობა ახალი, თანამედროვე ტიპის ნიშნულები; სრულად განახლდება დაბის ცენტრში არსებული ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი და ის თანამედროვე იერსახეს შეიძენს, იქვე მოეწყობა ანა კალანდაძის სახელობის ხეივანი; განახლდება დაბის ცენტრში, გამგეობის გვერდით არსებული ღია სპორტული მოედანი; მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს ექნებათ სრულად რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი, სადაც 300-ზე მეტი მოსწავლე დღეს გაუსაძლის პირობებში ვარჯიშობს; მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ახალი ასფალტის საფარი დაიგება დაბის ცენტრალურ, დუმბაძის ქუჩაზე; დაბაში დასრულდება დღეს სერიოზულ პრობლემად ქცეული გაზიფიცირების პროცესი და ყველა ქუჩა იქნება გაზიფიცირებული. ამას ეტაპობრივად უკვე მოჰყვება სოფლების გაზიფიცირება; საგზაო დეპარტამენტი უკვე სამუშაოებს ახორციელებს ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის ჩაისუბანი _ ხიდისთავი და ქვაბღა-ჩხაკაურას მონაკვეთებზე; უკვე აშენდა და გაიხსნა ახალი სკოლა სოფელ ქვაბღაში. მთავრობის დადგენილებით ჩოხატაურში წელს კიდევ ორი ახალი სკოლა აშენდება _ სოფელ ზოტსა და სოფელ წიფნარში; მიმდინარე წლის ბოლომდე ჩოხატაურის 13 სოფელში დასრულდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება; წელს სოფლის პროექტების დაფინანსებისათვის მთავრობის დადგენილებით ჩოხატაურში გამოყოფილია 540 000 ლარი. ჩვენ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებით, მოსახლეობის სრული უმრავლესობის გადაწყვეტილებით დავგეგმეთ ყველა პროექტი, რომელიც ახლა ექსპერტიზას გადის და მალე დაიწყება კიდეც. სოფლის პროექტების თანხის 80%, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი გზების შეკეთებაზე დაიხარჯება.

სამუშაოების ხარისხიანად შესრულების მიზნით, ინფრასტრუქტურისა და სოფლის ყველა პროექტის ხარჯთაღრიცხვა ექსპერტიზას გადის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და აღნიშნული ბიუროს ექსპერტებთან ერთად ჩავიბარებთ შესრულებულ სამუშაოებს. სამუშაოები ეტაპობრივად, ამ დღეებში დაიწყება.

ამას ემატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვადასხვა სოციალური პროგრამები. მათ შორის: ახალი საბავშვო ბაღის გახსნა სოფელ გოგოლესუბანში, მალე უკვე საჭამიასერში და შუა ამაღლებაში; ახალი ინვენტარის შეძენა საბავშვო ბაღებისათვის, რომელსაც ეტაპობრივად უკვე შევიტანთ; სკოლამდელი დაწესებულების ყველა თანამშრომლის ჯანდაცვის სადაზღვევო პოლისების დაფინანსება; რთულ სოციალურ გარემოში მცხოვრები 110 ოჯახისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფა, გადაუდებელი ოპერაციებისა და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტების შეძენა, ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო მომსახურეობა, მშობიარეთა თანადაფინანსება, დიალეზზე მყოფი ავადმყოფებისა თუ მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის დახმარება დღემდე გაწეულია სულ 700 ზე მეტი ოჯახისთვის (ვერაფერს ვიტყვით, მეტად შთამბეჭდავი ჩამონათვალია, თუმცა, საინტერესოა, თუკი ამდენი საქმეები წლის ბოლომდე, ანუ სულ რაღაც 6 თვე გაკეთდება, რას ელოდებოდა აქამდე ხელისუფლება? არჩევნებს ხომ არა?! რედ.).

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისი არ არის და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ არც ისე ცოტაა. მთავარია, რომ ეს ჩოხატაურის სიყვარულით და საქმის უკეთ კეთების სურვილით ხდება.

_ ბახმარო ახსენეთ… ნაციონალური არხების მტკიცებით, იქ სამუშაოები დაწყებულია, თუმცა, რამდენიმე დღის წინ პირადად ვიყავით იქ და ვნახეთ, რომ არც გაკეთებულია რამე და არც დაწყებული… საქართველოს პრეზიდენტის დაპირებით, დამსვენებელი ამ სეზონზე განახლებულ ბახმაროს ნახავდა, სეზონი კი ამ თვის ბოლოს იხსნება. როგორ აპირებთ ამ მცირე დროში იმ პროექტების გაკეთებას _ ვგულისხმობ სასტუმროს, სუპერმარკეტს, კინოთეატრს, წყალსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას?

_ ბახმაროს მკაცრი კლიმატური პირობები არავისთვის უცხო არ არის და სულ რაღაც 10-15 დღის წინ იქაურობა თოვლით იყო დაფარული… ამ სეზონზე, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქურისა და რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ გახორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის კარგა ხანია საჯაროა.

_ პრეზიდენტის ნაჩუქარ ვაუჩერებზე აუცილებლად გექნებათ ინფორმაცია. მართალია, თქვენ მაშინ გამგებელი არ იყავით, მაგრამ, გეცოდინებათ, როგორ წაართვეს ადამიანებს საკუთარი სახსრებით მოჭრილი სამასალე თუ საშეშე მორები… მერე იყო დაპირება, რომ ის ადამიანები, რომლებსაც საბუთები წესრიგში ჰქონდათ, აუცილებლად მიიღებდნენ კუთვნილ მასალას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ყველა დოკუმენტაცია წარმოადგინეს, მასალა არავინ მისცა _ ხელისუფლებამ კიდევ ერთი დანაპირები არ შეასრულა. სამაგიეროდ, სახერხი ქარხნების ეზოებში დღესაც აწყვია დამპალი მორები… ამ საკითხზე როგორია თქვენი კომენტარი და როგორც გამგებელი, რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებმაც ყოველგვარი კანონის დაცვით მოჭრეს მასალა, ჩამოიტანეს, თუმცა, შემდეგ წაართვეს და მხოლოდ დაპირებების ამარა დატოვეს ცივ ზამთარში?

_ ამ საკითხებზე სწორედ ახლა ვმუშაობთ(?!) და დამატებით ყველა დაინტერესებულ პირი მიიღებს ინფორმაცია.

_ აუცილებლად უნდა გკითხოთ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემულ 55-ე ბრძანებაზე, რომელიც ჩოხატაურის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა მიღების წესს არეგულირებს. ამ ბრძანებამ ჟურნალისტებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა… ვიცით, იტყვით როდის შეგეშალათ ხელიო, მაგრამ გაგახსენებთ 2012 წლის 13 მარტს, როდესაც კონტროლის პალატამ არათუ შენობაში შემოგვიშვა, არამედ განცხადების დატოვების საშუალებაც არ მოგვცა (ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს). ამ ბრძანებას ჩვენ ახლა სასამართლოში ვასაჩივრებთ, თუმცა, მანამდე მაინტერესებს თქვენი აზრი _ როდესაც ადმინისტრაციულ შენობაში არ გვიშვებენ განცხადების დასატოვებლადაც კი, ეს დემოკრატიას ნიშნავს?

_ 2012 წლის 13 მარტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დარეგსიტრირებულია 5 განცხადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს განცხადებების შემოტანისას არანაირი პრობლემა არ შექმნიათ (რატომღაც, გამგებელს არა აქვს კითხვაზე პასუხი, რატომ არ მოხდა იმ დღეს ჩვენი განცხადების დატოვება და რა პრინციპით შეირჩა ზემოთ აღნიშნული 5 პიროვნება. ავტ).

_ ჟურნალისტებისთვის, მინიმუმ, აკრედიტაციები მაინც არ უნდა გაკეთდეს? თუ საჯარო მოხელეების კეთილი ნების იმედად ვიყოთ საშვების მოლოდინში, რომ ჩვენი პროფესიული საქმიანობა დროულად შევასრულოთ?

_ საშვების სისტემას თქვენი საქმიანობის გახორციელებისათვის ხელი ნამდვილად არ შეუშლია და ვერ დამისახელებთ ამის დამადასტურებელ ვერც ერთ ფაქტს (გამგებელს არ უნახავს, ან არ უნდა ნახოს ამის დამადასტურებელი რამდენიმე ვიდეოკადრი, რომელიც ჩვენი გაზეთის ვებგვერდზე _ www.gurianews.com-ზეა განთავსებული და რომელიც მტკიცებულებაა იმისა, როგორ გვეშლება ე.წ. “საშვთა სისტემის” გამო ხელი მუშაობაში და არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვეულებრივ, დასახმარებლად მისულ მოქალაქეებსაც, რომელთა მიღება, საჯარო მოხელეებს, ხშირად “მოუცლელობის” მიზეზით არ შეუძლიათ. ავტ.).

_ უახლესი დაპირებები როგორია?

_ კონკრეტულ გეგმებზე უკვე მოგახსენეთ, ისე კი, ჩვენი გეგმაა მუდმივი ზრუნვა და ფიქრი უკეთესი ჩოხატაურისთვის და ამ მიმართულებით თავდაუზოგავი შრომა, მოქალაქეების პატივისცემასა და ღირსებაზე აგებული ადამიანური ურთიერთობები, რომელსაც ვფიქრობ, ალტერნატივა არ აქვს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის დირექტორისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დასჯას ითხოვს?

"გურია ნიუსის" ჟურნალისტი საგანგებოდ გაჩხრიკეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

22:37; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა

22:23; 26.12.2025
პოლიტიკა

ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით

20:15; 26.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:58; 26.12.2025
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

18:29; 26.12.2025
პოლიტიკა

ქეთევან ხომერიკმა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას მეთოდები დაუწუნა

18:20; 26.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად „მწვანე დაფინანსების რალი” გაიმართა

18:13; 26.12.2025
საზოგადოება

რა თანხა გამოუყო დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გურიაში მთავრობამ

18:01; 26.12.2025
პოლიტიკა

„მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” განკარგულებაში ცვლილება შევიდა

17:41; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

17:08; 26.12.2025
საზოგადოება

“ბაჩო აპირებდა პოლონეთში, ემიგრაციაში გაბრუნებას ლუკმაპურის საშოვნელად… საზღვარზე არ გაუშვეს” – რას ამბობს ანი ნადარეიშვილი

16:54; 26.12.2025
საზოგადოება

თოვა და ქარბუქი – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

16:34; 26.12.2025
ფინანსები

არ გამორჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები

16:16; 26.12.2025
პოლიტიკა

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე: ეს ბუნდოვანია – პირიქით არის

16:04; 26.12.2025
საზოგადოება

ქართული ახალი წელი 8 მილიონად: ღონისძიებებში მონაწილეთა სრული სია – ვინ რამდენს მიიღებს ჰონორარის სახით

15:52; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო