_ რატომ შეამოწმეს? პროცესზე ფოტოაპარატი გამოიყენა, ჩანთაში ედო?
_ არ გამოუყენებია. სხდომათა დარბაზის შესვლამდე, მან არსებული კონტროლი გაიარა და სკანირების დროს, შესანიშნავად გამოჩნდა, რაც ედო ჩანთაში… ირმა მესხიას არც სხდომის ჩაწერა განუხორციელებია და არც ფოტოები გადაუღია.. ამის უამრავი მოწმე არსებობს… თუმცა, მანდატურებმა მას უპრეცედენტო შემოწმება მოუწყვეს…
_ შეიძლება მანდატურმა ეჭვი აიღო, რომ მან გამოიყენა ან ფოტო აპარატი ან ხმის ჩამწერი რაიმე მოწყობილობა. ხომ არ მოჰყოლია რაიმე გართულება?! უპრეცედენტო ჩხრეკას რას ეძახით, შემოწმებას, რომ დარწმუნდე, ჰქონდა თუ არა გადაღებული მასალა?
_ ის, რომ პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტს ცალკე ოთახში შეიყვანენ და ყველაფერს შეუმოწმებენ, არ ნიშნავს უპრეცედენტო შემოწმებას?
_ ყველაფერი, რა?
_ ჩანთა, ფოტოაპარატი, დიქტოფონში არსებული ყველა ჩანაწერი ფაილები, რომლებიც მხოლოდ მისი საკუთრება იყო…
_ ყველა ჩანაწერი იმიტომ შემოწმდა, რომ დიქტოფონით არ უნდა შევიდეს პროცესზე. შეიძლება ჩანთაში იდოს ჩართული დიქტოფონი, მუხლებზე ედოს და ისე იწერდეს, რომ თვალით არ ჩანდეს. ამიტომ, მანდატური თავის ფუნქციას ასრულებს და ამ ყველაფერს აკონტროლებს. თუმცა, თუ ეს იყო რაღAც შეურაცხმყოფელ ფორმებში და რაღAც, რაც თქვენ არ გითქვამთ, მოვიკითხავ…
_ ქალბატონო ქეთი, როდესაც “გურია ნიუსის” ჟურნალისტი, ირმა მესხია დაინტერესდა ეს რატომ ხდებოდა, მანდატურებმა განმარტეს, რომ “ბომბს ეძებდნენ მის ჩანთაში”. საინტერესოა, რომ ამის გარკვევას მანდატურები, მხოლოდ პროცესის დასრულების შემდეგ შეეცადნენ. გარდა ამისა, როგორც ვიცით, არსებობდა მოსამართლის სიტყვიერი ნებართვა პროცესის ჩაწერის შესახებაც…
_ არ ვიცი, მოვიკითხავ და აუცილებლად გავაკეთებ მოგვიანებით კომენტარს, _ გვითხრა ბასილაშვილმა.