“გურია ნიუსმა” ინფორმაციის გადამოწმება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ილია ვაშაყმაძესთან სცადა. მან ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. ვაშაყმაძის თქმით, ამ დროისთვის მისთვის კონკრეტულად არაფერია ცნობილი, მაგრამ შესაძლებელია უახლოეს მომავალში რამე მსგავსი მოხდეს.
ამის შემდეგ, “გურია ნიუსმა” შეამჩნია რომ, იუსტიციის სამინისტროსთან სამხარეო პოლიციის წინ, განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. ერთ-ერთმა ჩვენმა რესპონდენტმა დაადასტურა, რომ ისინი ნამდვილად პრეზიდენტ სააკაშვილს ელოდებიან, დაახლოებით, 12 საათისთვის.
“გურია ნიუსი” კვლავ დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელმაც უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა: “არაფერი არ ვიცი. ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ახლა თათბირის ჩატარებას ვაპირებ.”