რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე, გუბერნატორის მოადგილე თამაზ მახარაძე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეიშვილი და სხვა საჯარო მოხელეები, ამ დრომდე სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში იყვნენ შეკრებილები.
“გურია ნიუსის” ფოტოობიექტივის დაფიქსირებისას, პირველი კომენტარი შორიდან ლელა თავართქილაძემ გააკეთა: “მე ომამდე ტანკისტი ვიყავი, არაფრის არ მეშინია!” _ განაცხადა ვიცე გუბერნატორმა და უკანვე, შენობაში შებრუნდა.
პირველად შენობიდან რამაზ ნიკოლაიშვილი გამოვიდა. მას თან გამოჰყვა “გურია ნიუსისთვის” ჯერჯერობით უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მინისტრს ამ დღეებში სულ თან ახლავს. რამაზ ნიკოლაიშვილი ურეკის მიმართულებით წავიდა.
მოგვიანებით, შენობა ლელა თავართქილაძემ გუბერნატორის მანქანით დატოვა, რომელიც “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს ჯიპით მოუახლოვდა და მშვიდი საღამო უსურვა…
“გურია ნიუსი” გურიის სამხარეო ადმინისტრაციის გამალებული ფოტორეპორტაჟს მუშაობის შესახებ მალე შემოგთავაზებთ.