კითხვაზე, _ თუ იცნეს, ვინ იყვნენ ეს პირები, ხომ არ შეიცნეს მათში ჩინოვნიკები, წყარომ განაცხადა, რომ არ უცნიათ ვინ იყვნენ. თუმცა, ნამდვილად გაიგონეს, რომ ისინი არაერთ მოვაჭრეს ეუბნებოდნენ, გაზეთი “ქართული ოცნება” რომ მოაქვს, იმ გოგოს გამოეკიდეთ და გაზეთები გადაუყარეთო, აქ შეიძლება კახი კალაძე და მურთაზა ხურცილავა შემოვიდნენ და იმათაც გამოეკიდეთო. მისივე თქმით, ეს მოწოდება არავის შეუსრულებია, ზოგი სიტყვიერად კი დაეთანხმა, _ მაგათ აქ არ შემოვუშვებთო, მაგრამ მხოლოდ თავიდან მოსაცილებლად.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved