_ ძალიან გთხოვთ, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს, საშინელ მდგომარეობაში ვართ. შემოვარდა წყალი საცხოვრებელ სახლში და შინაური პირუტყვიც კი წაგვართვა. მოვიდნენ ხელისუფლებიდან და გვითხრეს, რომ მობილიზებული იყავითო, მობილიზება რას ჰქვია, მითხარით როგორ უნდა მოვიქცეთ? ვზივარ აივანზე და ვფიქრობ, ამეღამ რა გვეშველება? ეს ყველაფერი კი კარიერების ბრალია, თქვენ იცით, რომ მერიაში რამდენიმე კარიერია, რის გამოც მდინარე ნატანებმა კალაპოტი იცვალა, წაგვართავა ათასობით საყანე ფართობი და კაცი ბატრონი არაა! როდის უნდა გვეშველოს ბოლოს და ბოლოს? _ ამბობს, “გურია ნიუსთან” საუბრისას ქალბატონი ფიქრია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ალეკო მამეშვილის თქმით, ყველა ოჯახში იმყოფებოდა და ყველგან მივა, ვინც დახმარებას და შველას მოითხოვს.
_აუცილებლად დავეხმარებით დაზარალებულებს, _ გვითხრა მამეშვილმა სატელეფონო საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომა დატოვა და სტიქიის ზონაში გაემგზავრა.