მოსამრთლე თეა ძიმისტარაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში უცვლელად დატოვა.
ივანიშვილის ადვოკატის, სანდრო ბარამიძის თქმით, სხვა გადაწყვეტილებას არც ელოდნენ:
_ მოხდა ის, რასაც ველოდით. გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, თუმცა, ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება. საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რადგან ის ხელისუფლების ტყვეა. ჩვენი მიზანია, შიდა ფორმალური პროცესები ამოვწუროთ და ამის შემდეგ გადაწყვეტილებას სტრასბურგში გავასაჩივრებთ, _ აღNიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას სანდრო ბარამიძემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ივანიშვილს 14 დღეში გადაეცემა და ადვოკატებს გასასაჩივრებლად 21 დღე ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს გასული წლის შემოდგომაზე, პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღეშ, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს.
ივანიშვილის მიერ შეტანილი სარჩელის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეობა მხოლოდ ეკატერინა ხვედელიძეს აღუდგინა. ბიძინა ივანიშვილს კი მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზითაც არ მიანიჭეს.