პროექტს დავით გოგიჩაიშვილი აკეთებს. ეს უკანასკნელი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტის არქიტექტორია.
გოგიჩაიშვილი ჩოხატაურში 30 ივნისს იმყოფებოდა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან დეტალებზე შეთანხმდა.
კულტურის სახლი ჩოხატაურის ცენტრში განთავსდება. ამ ადგილზე, ახლა, ყოფილი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის კუთვნილი, დაუმთავრებელი შენობა დგას, რომელშიც მან რამდენიმე წლის წინ 40 000 ლარი გადაიხადა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლელა იმედაშვილის თქმით, ჩიგოგიძესთან, შენობასთან დაკავშირებული საკითხები გარკვეულია:
_ მე ვესაუბრე ბატონ ვასიკოს. თავადაც აპირებდა ამ ადგილზე კარგი შენობის გაკეთებას. როცა გაიგო, რისთვის გვჭირდებოდა, აღნიშნა, რომ შენობას და ტერიტორიას უსასყიდლოდ გადმოგვცემს და ეს იქნება მისი საჩუქარი ჩოხატაურელებისთვის, _ გვითხრა იმედაშვილმა.