https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოპოზიციონერებს შუქი არ ეკუთვნით!

9:07; 2.07.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გარეგანათების მონტაჟი ივნისის დასაწყისში დაიწყო და თვის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტის თანახმად, საქუჩო განათება დაბის ყველა ქუჩაზე უნდა გაკეთდეს. პროექტი, ოზურგეთში დარეგისტრირებული საპროექტო სამსახურის მიერ არის გაკეთებული და მას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც ახლავს.

გარე განათების მოწყობის სამუშაოებს კომუნალური სამსახურის უფროსის მოადგილე ავთანდილ ცინცაძე ასრულებს. მისივე თქმით, სამუშაოების შესრულების უფლება, ტენდერში გამარჯვებით მოიპოვა.

უკვე დასრულებულია სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე. ცინცაძე ამბობს, რომ პროექტის თანახმად, განათება დაბაში სრულად იქნება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასე არ არის _ რამდენიმე ადგილზე ბოძები გამოტოვეს და მათზე განათება არ დაამონტაჟეს. როგორც მოსახლეობის ერთი ნაწილი ამბობს, ამის მიზეზი ამ ადგილზე მცხოვრები ადამიანების განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებია.

რომან შათირიშვილი ჩოხატაური-გოგოლესუბნის საზღვარზე ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი სახლის წინ, ჯალაღანიას ქუჩაზე განათების გაკეთება დაიწყეს, თუმცა, მოგვიანებით მოხსნეს და ჩიხში შეიტანეს. შათირიშვილი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი მისი ოპოზიციონერობაა: _ სოფელ გოგოლესუბნის და ჩოხატაურის საზღვარზე ვცხოვრობ. პირველი მოსახლე ვარ. ჩემს წინ ჯალაღანიას ქუჩაა, სადაც დამაგრებული იყო საქუჩო განათება, მაგრამ მოგვიანებით, ორ თუ სამ ბოძზე მოხსნეს და გადაიტანეს ჩიხში. რის გამოც, მთელი ქუჩა ჩაბნელებული რჩება. ვიკითხე, რატომ გადაიტანეს,-მეთქი. მითხრეს, რომ მოსულა დაბის გამგებელი გოჩა ჯინჭარაძე და ქალბატონი ციური სიხარულიძე, რომელიც ამ ჩიხში ცხოვრობს და “ნაციონალების” აქტიური წევრია. ისაუბრეს და შემდეგ მოხდა ამ განათების გადატანაო. რა იქნებოდა, ის მოსახვევი გაენათებინათ? იმის გამო, რომ განათება არ იყო ამ ქუჩაზე, ადრე მანქანამ კაცი მოკლა. ჯერ კიდევ მაშინ იყო საუბარი მაგ ადგილას საქუჩო განათების გაკეთებაზე. ახლა მოსახვევს კი არა, მთლიანად ქუჩას აბნელებენ. ვფიქრობ, ამის მიზეზი ჩემი ოპოზიციონერობაა. მეზობლებისაც მრცხვენია _ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია და მთხოვენ, რაიმე მოვიმოქმედო. ჩემმა მეუღლემ, ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს კორნელ კუკულავას დაურეკა ამ საკითხზე დახმარების თხოვნით. კუკულავამ კი უთხრა, რატომ იყავი ოზურგეთში აქციაზეო, _ გვითხრა შათირიშვილმა.

ჯალაღანიას ქუჩაზე 16 ოჯახი ცხოვრობს. მათი თქმით, ქუჩის განათების გარეშე დატოვება უსამართლობაა: _ როცა განათებას აკეთებდნენ, ვიკითხე, ახალს აკეთებთ თუ ძველი უნდა გაარემონტოთ,-მეთქი. მითხრეს, რომ ახალი კეთდებოდა და ჩვენი სახლის წინ ორს კიდევ დაამატებდნენ. აქ გაზის გაყვანაზე მუშაობდნენ მუშები და იმათ ვკითხე, იცოდნენ თუ არა მიზეზი, რისთვის მოიხსნა განათება ბოძებზე. განმიმარტეს, რომ დაბის გამგებლის დავალებით მოხდა. ჩიხშიც გააკეთონ განათება, არ ვარ ამის წინააღმდეგი, მაგრამ მთავარ ქუჩაზე დამონტაჟებული განათება რატომ უნდა მოხსნან? _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ლია სიხარულიძე.

ამავე ქუჩის მცხოვრები, ნონა სიხარულიძე მიიჩნევს, რომ პრივილეგიით არავინ არ უნდა სარგებლობდეს: _ კი არ მშურს, ქალბატონ ციურისთან საქუჩო განათება რომ გაკეთდა, ყველგან შევიდეს _ ყველა ჩიხში და მოსახვევში. უბრალოდ, რატომ უნდა სარგებლობდეს პრივილეგიით, იმიტომ, რომ ხელისუფლების მხარეზეა? ჩვენ რომანს (შათირიშვილი. ავტ.) ვეჩხუბეთ, შენს გამო არ გვაქვს საქუჩო განათებაო. კარგით, ეს ადამიანი ოპოზიციონერია, მაგრამ დანარჩენები ხომ ვართ ხელისუფლების მომხრეები? ჩვენც ოპოზიციის მხარეს გადავიდეთ თუ რა უნდათ, ვერ გავიგეთ, _ აღნიშნავს ნონა სიხარულიძემ.

ციური სიხარულიძე, რომელსაც მეზობლების თქმით, განათება “ნაციონალობის” გამო გაუკეთეს, ამბობს, რომ ეს პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მომხდარა: _ 40 წელია, ამ ქუჩაზე ვცხოვრობ. 40 წელი ვმუშაობდი საფინანსო დარგში და ყველა, როგორც სიმართლის მთქმელს, ისე მიცნობს. აქ ადრე საბავშვო სახლი იყო და განათება იქამდე მიდიოდა. მოგვიანებით, მეურნეობის სახსრებით ვიყიდეთ ბოძები და განათება ჩიხის თავამდე გამოვიყვანეთ. როცა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ ვიკითხე, რა ბედი ეწეოდა განათებას. მითხრეს, რომ მოგვიანებით გააკეთებდნენ. როცა მუშაობა დაიწყეს, დავინტერესდი, შემოვიდოდა თუ არა ჩვენს ჩიხში განათება. მუშებს ვუთხარი კიდეც, თუ პროექტის მიხედვით აკეთებთ, ჯალაღანიას ქუჩის დასრულების შემდეგ განათება ჩიხშიც უნდა დამონტაჟდეს,-მეთქი. ყურადღება არ მომაქციეს და არც ჩიხში შემოვიდნენ. ამიტომ წავედი გამგეობაში, ვნახე პროექტი, სადაც გარკვევით იყო აღნიშნული, რომ განათება ჩიხშიც უნდა გაკეთებულიყო. აღმოჩნდა, რომ მუშებმა პროექტი სწორად ვერ გაიგეს და არასწორად დაამონტაჟეს. ამიტომ, გადმოიტანეს განათება. ეს არის რეალობა და პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია, _ განმარტავს ციური სიხარულიძე.

ამ თემაზე დაბის გამგებელი, გოჩა ჯინჭარაძე კომენტარს არ აკეთებს და პრესსამსახურთან გვამისამართებს.

ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი კორნელი კუკულავა აღნიშნავს, რომ განათება ყველგან კეთდება. იგი ადასტურებს, რომ შათირიშვილის მეუღლეს მართლაც შეახსენა აქციაზე ყოფნა:

_ ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ამიტომ ვკითხე, სად იმყოფებოდა იმ დღეებში, _ გვითხრა კუკულავამ.

_ ბატონო კორნელი, იმის გამო, რომ ადამიანი თქვენს პოლიტიკურ კურსს არ ეთანხმება და აქციაზე წავიდა, მის სახლთან განათება არ უნდა გაკეთდეს?

_ არ ვიცი მე და არც მაინტერესებს(?!).

_ რას ნიშნავს, არ გაინტერესებთ? თქვენ ხალხის რჩეული დეპუტატი ხართ და სწორედ ეს არის თქვენი მოვალეობა…

_ ჭკუას ნუ მასწავლით.

_ ჭკუას არ გასწავლით. ფაქტებს და მოვალეობებს გახსენებთ… რატომ ინტერესდებით, ვინ იყო და ვინ არა აქციაზე?

_ მე არ ვინტერესდები. თავად მკითხა, აქციაზე ვიყავი და ამის გამო ხომ არ ხდება ესო.

_ რამდენიმე წამის წინ მითხარით, რომ თავად დაინტერესდით, სად იმყოფებოდა შათირიშვილის მეუღლე აქციის დღეს.

_ ჯერ მან მითხრა და მე ვის რას ვეტყვი, არავის საქმე არ არის. მე მათ ვუთხარი, რომ გავარკვევდი, თუმცა, რამდენიმე წუთში დამირეკეს და მითხრეს, რომ თავად გაარკვიეს.

_ თქვენ არ დაინტერესდით, რა ხდებოდა? ეს პრობლემა რამდენიმე ქუჩაზე დგას…

_ არ მაინტერესებს(?!). მე ვიცი, რომ განათება ყველგან კეთდება და არც არაფერი გამირკვევია, რადგან არ იყო ამის საჭიროება, _ დააზუსტა კუკულავამ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაბაში, განათება ყველა ქუჩაზე დამონტაჟდება და პოლიტიკური შეხედულებების გამო დაყოფა არ მოხდება: _ დაბის ყველა ქუჩის განათება კეთდება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ პოზიციონერია და ვინ _ ოპოზიციონერი. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე მივუდგეთ საკითხს. ყველა ჩვენი რაიონის მცხოვრებია. ჯალაღანიას ქუჩა, ჯერ არ დასრულებულა და განათება აუცილებლად, სრულად გაკეთდება. გაზი, გზა წყალი, განათება ყველას უნდა ჰქონდეს. რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ შეხედულებას, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ანტონ ხუნდაძე.

მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ “ოპოზიციონერობის” გამო, მხოლოდ ჯალაღანიას ქუჩაზე მცხოვრებნი არ ისჯებიან. გოგებაშვილის ქუჩაზე, განათების გარეშე მხოლოდ ერთი ბოძი დატოვეს. აღნიშნული ქუჩის ბოლო მოსახლე, ზაირა მგალობლიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გარე განათება მის სახლთან ახლოს მისი პოლიტიკური შეხედულების გამო არ გააკეთეს: _ სააკაშვილიც იყო ერთ დროს ოპოზიციაში. მერე რა, რომ ოპოზიციის მომხრე ვარ, ამის გამო უნდა დავისაჯო? ჩემს გვერდით მცხოვრები ოჯახის წევრები დედაქალაქში არიან. როცა მონტაჟი დაიწყო და გავიგე, რომ ჩვენ გვტოვებდნენ, დავურეკე, ასეთი სიტუაციაა,-მეთქი. მას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიძა ჰყავს, რომელმაც სამუშაოს შემსრულებელს დაურეკა და ნათესავის სახლთან განათების გაკეთება სთხოვა. როცა დავინახე, რომ იქ აკეთებდნენ, ძალიან გავბრაზდი და ამის უფლება არ მივეცი მუშებს. თუ პროექტში არაა, რატომ უნდა გაუკეთონ ვინმეს ხათრით ან რატომ მტოვებენ მხოლოდ მე _ განსხვავებული აზრის გამო? _ ამბობს მგალობლიშვილი.

სამუშაოების შემსრულებელი ავთანდილ ცინცაძე ამბობს, რომ განათებები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით კეთდება და ის მხოლოდ შემსრულებელია: _ თუ ვინმეს რამეს დამატებით გავუკეთებ, ეგ მხოლოდ ჩემი საქმეა და ამისთვის მე ზედმეტ თანხას ვიხდი. ეს რატომაა სალაპარაკო, ვერ გავიგე. მე არ ვიცი, ვინ არის ხელისუფლების მომხრე და ვინ _ ოპოზიციონერი. განათება პროექტის მიხედვით კეთდება, _ ამბობს ცინცაძე.

მუშები კი, რომლებიც განათებას ამონტაჟებენ აღნიშნავენ, რომ პროექტის გამკეთებელი “ფეხებითაა ჩამოსაკიდებელი”: _ ჩვენ მხოლოდ შემსრულებლები ვართ. ხუთ ადგილზე ასეთი პრობლემა შეგვექმნა. ჩვენი ბრალი არ არის. ამ პროექტის გამკეთებელი ფეხებით უნდა ჩამოკიდო და თავი წყალში ჩააყოფინო. ასე როგორ შეიძლება? პოზიცია-ოპოზიციის მიხედვით არის დაყოფილი, _ აღნიშნეს მუშებმა “გურია ნიუსთან” საუბრისას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მოწმეების ჩვენებიდან: "ჩვენ მეორე ოქმზე ხელი არ მოგვიწერია"

მერკელის პარტია სააკაშვილს მედიაზე თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

ყველა სიახლე

სამართალი

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

22:36; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები თოვლის ბაბუაზე

18:03; 2.01.2026
საზოგადოება

“მოძრაობა გახორციელდება ცალმხრივ რეჟიმში”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

17:31; 2.01.2026
პოლიტიკა

“საქართველო რუსულ ბანაკშია”- მარკო მიხელსონი

17:19; 2.01.2026
საზოგადოება

დეკანოზი ჯაღმაიძე: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი

15:17; 2.01.2026
საზოგადოება

დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა

15:09; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე გადავადდა შორ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა

13:56; 2.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში 2026 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

13:39; 2.01.2026
სამართალი

“წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა”- ბრალდებული სამეგრელოში დააკავეს

13:15; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი თბილისში

13:05; 2.01.2026
მსოფლიო

საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

10:18; 2.01.2026
საზოგადოება

რა ვითარებაა ნატახტარი-ბორითის სატრანსპორტო კვანძზე

10:08; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ახალი წლის შესახებ

9:58; 2.01.2026
ზაფრანი

იცნობდეთ – სანტა კლაუსი

9:56; 2.01.2026
ზაფრანი

საახალწლო ტრადიციები – ბრინჯის ფაფა, ჩაი და მაკარონი…

9:53; 2.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო