გუშინ, 1 ივლისს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ზენაარის” საჩვენებელი კონცერტი და ღია გაკვეთილი გაიმართა. სტუმრად მოწვეულ ცნობილ ქორეოგრაფებს შორის, ადგილობრივი ხელისუფლებაც გამოჩნდა რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად.
შემთხვევით ვისარგებლეთ და გადავწყვიტეთ, ბატონი რამაზისთვის, უკვე გააზრებულზე გვეკითხა ამ საკადრო ცვლილების შესახებ. მაგრამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა “გურია ნიუსთან” კომენტარი არ გააკეთა. სანამ რამეს ვეტყოდით, თვითონ დაგვასწრო: _ წავიკითხე შენი ნიუსი, არ იყო საჭირო ასეთი დაწვრილმანება, რამაზ ნიკოლაიშვილს არ აქვს გააზრებული, ნუ კარგით რა!
_ ახლა გაგვიკეთეთ კომენტარი, ბატონო რამაზ.
_ არ გავაკეთებ კომენტარს.
_ რატომ?
_ არ მინდა და იმიტომ. ხომ მაქვს უფლება, არ გავაკეთო კომენტარი? ჩემი ნებაა. ოთხშაბათს გაგიკეთებ კომენტარს, მანამდე არ მცალია, დაკავებული ვარ.
_ ოთხშაბათს გააზრებული გექნებათ?
_ ხო, ალბათ გააზრებული მექნება. არ არის ასე სიტყვაზე გამოკიდება მთლად კარგი, მაგრამ არა უშავს, _ გვითხრა მინისტრმა და ჩქარი ნაბიჯებით გაგვეცალა.