როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ განაცხადა: გასულ კვირას განცხადება გააკეთა გერმანიის ბუნდესტაგის მმართვველი ფრაქციის, მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკის სპიკერმა ფილლიპ მისფელდერმა. “გურია ნიუსი” ბატონი ფილლიპ მისფელდერი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები”
“გერმანიის ბუნდესტაგის ქდკ/ქსკ ფრაქციის აზრით, საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს არჩევნები იძლევა საშუალებას, პოსტსაბჭოთა სივრცეში დაამკვიდროს დემოკრატიის ახალი სტანდარტები და სამაგალითო გახდეს მთელი რეგიონისთვის. საქართველოს ეს შეუძლია, რადგან 2008 წლის 21 მაისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები ძირითადად დადებითად შეაფასეს. შედეგებმა პრინციპში აჩვენა ამომრჩევლის ნება, არსებობდა რეალური ალტერნატიული არჩევანი. თუმცა, დამკვირვებლებმა გამოამჟღავნეს მრავალრიცხოვანი, ნაწილობრივ მძიმე დარღვევებიც ცალკეულ უბნებზე და, ამდენად, ის გამოწვევები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში.
ბუნდესტაგის ქდკ/ქსკ ფრაქცია, ფასეულობებზე დამყარებული ჩვენი საგარეო პოლიტიკის საფუძველზე, მოუწოდებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, სერიოზულად მიუდგეს და გაითვალისწინოს წინა არჩევნების ნაკლოვანებები, ჩაატაროს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არჩევნებამდე შეასრულოს ეუთოს ყველა საარჩევნო სტანდარტი. მათ შორის, პირველ რიგში, ქვეყნის მედიაზე თავისუფალი წვდომა, საარჩევნო კამპანიის ჩატარების თავისუფლება, პოლიტიკური კონკურენტების თანასწორუფლებიანობა და ფარული არჩევნების შედეგად მიღებული ხმების საჯარო დათვლა. გერმანია აშშ-ს შემდეგ მეორე დონორი ქვეყანაა საქართველოსთვის მის მიერ 1992 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან.
გრძელვადიანი თანამშრომლობის ძირითადი შეთანხმებული სფეროებია ენერგომომარაგება და გარემოს დაცვა, ეკონომიკის მდგრადი განვითარება, კომუნალური განვითარება, სამართლისა და იუსტიციის რეფორმა, აგრეთვე, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. Aამ ასპექტის გათვალიწინებითაც არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა, რადგან ჩვენი სურვილია, რომ გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში.”
“ქრისტიან დემოკრატიული კავშირი და ქრისტიან სოციალური კავშირი, არის გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პარტია და არის ძალინ მნიშვნელოვანი ძალა. მისი საგარეო პოლიტიკის სპიკერი არის ძალინ მნიშვნელოვანი ფიგურა. ის რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პარლამენტები, სახელმწიფო მოღვაწეები, მინისტრები, პირველი პირები აკეთებენ განცხადებას და აფრთხილებენ სააკაშვილს ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და ამას კიდევ გავიმეორებ: ამას არ ეუბნებიან ისეთი ქვეყნის ლიდერს, სადაც დემოკრატია ყვავის და იმის საშიშორება არ არის რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად. კიდევ ერთი შეხსენება, კიდევ ერთი ზეწოლა, ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი, რადგან სააკაშვილმა უნდა იცოდეს, მან ვერ უნდა გაბედოს ვერაფერი რაც ხელს შეუშლის არჩევნების ჩატარებას. ეს არის ქვეყნის პრესტიჟი. ქვეყნის პრესტიჟია ის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში არჩევნების გზით და არა სხვა გზით. ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც ჩვენ ვცნობთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ოქტომბრის არჩევნებში გავიმარჯვებთ.” – განაცხადა ფანჯიკიძემ