_ ბატონო სოზარ, როგორ შეაფასებთ ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას?
_ ყველაფერი არის ლოგიკური. მკვლელების ხელისუფლებაში მთავარი მკვლელს უნდა ჰქონდეს მთავარი ადგილი.
_ იმაზეც საუბრობენ, რომ შესაძლოა შსს მინისტრი ბაჩო ახალაია ან დიმიტრი შაშკინი გახდეს.
_ არ ვაპირებ მუცლით მეზღაპრეობას, როცა გვეცოდინება, მერე გავაკეთებთ კომენტარებს. რომ გითხრათ დიდად მაინტერესებს-თქო, მოვიტყუები. აბსოლუტურად სულ ერთია, ამ უსახო ადამიანებიდან ვინ სად იქნება.
_ რა ნიშნავს ხელისუფლების მხრიდან არჩევნებამდე სამი თვით ადრე ხელისუფლების შეცვლა?
_ აგონიას.
_ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას ეშინია?
_ ნადვილად.
_ ამბობენ, გიორგი ბარამიძე იქნება მმართველი გუნდიდან მაჟორიტარობის კანდიდატი. თქვენ ვინ გეყოლებათ ბარამიძის საპირწონედ?
_ გიორგი ბარამიძის საპირწონე ცუდი სიტყვაა. გიორგი ბარამიძე ერთ დროს კი იყო პოლიტიკოსი, ახლა ვინ არის?! დამნაშავე, მკვლელი, რომლის კისერზეა აფრასიძეების ცოდვა და სისხლი. რას წარმოადგენს დღეს გიორგი ბარამიძე?! არაფერს! ერთადერთი, ადამინისტრაციული რესურსი იქნება მის მხარეს, მეტი რა ძალა აქვს?! ჩვენი კანდიდატი იქნება ძალიან ძლიერი.
_ კოალიციის კანდიდატი დავით საგანელიძე იქნება?
_ ვნახოთ.