დღეს, ხათუნა იოსავამ სოციალური ქსელის მეშვეობით ასე გვიპასუხა: _ სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ჩემთან დაკავშირება, შეიძლება ვლაპარაკობდი, ან შეხვედრაზე ვიყავი… სხვა შემთხვევაში ზარებს ყოველთვის ვპასუხობ.
ამ კონკრეტულ ფაქტზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები ხელშეკრულებით მუშაობდნენ დამისამართების პროექტზე, პროექტი დასრულდა და შესაბამისად მათი ხელშეკრულებაც ამოიწურა. ისინი იუსტიციის სახლის თანამშრომლები არ ყოფილან. _ გვიპასუხა ხათუნა იოსავამ.