ნანა კაკაბაძე: არ ვიცით, რა ხდება, გვეუბნებიან, რომ ცემისგან გარდაცვლილია ორი ადამიანი, მაგრამ ჯერჯერობით ამ ინფორმაციის დამდასტურებელი ან უარმყოფელი არავინ ჩანს. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჯერ არ ჩანან. ამ წუთებში, შავი პიკაპის ჯიპებით დადიან და ათვალიერებენ აქაურობას.
“გურია ნიუსი” სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნინო ერემაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები უკვე შესულები არიან ციხეში სიტუაციის შესასწავლად და ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
როგორც პატიმრების უფლებების დამცველმა, ნანა კაკაბაძემ გვაცნობა, თავად სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში იქ არ იმყოფება. მისივე თქმით, გარედან არეულობის კვალი არ შეიმჩნევა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გლდანის ციხეში სპეცრაზმი შეიჭრა და პატიმრები ნაცემები არიან.