მათი განცხადებით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხეში ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, ციხიდან გაიგეს. ისინი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების გამოსვლას ელოდებიან.
გლდანის ციხესთან უფლებადამცველები, ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი იმყოფებიან. იქვე არიან შეკრებილები ჟურნალისტები.
მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, ჩვენს ზარებს არ პასუხობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი, თეა სუხიაშვილი
“გურია ნიუსი” სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნინო ერემაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები უკვე შესულები არიან ციხეში სიტუაციის შესასწავლად და ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
როგორც პატიმრების უფლებების დამცველმა, ნანა კაკაბაძემ გვაცნობა, თავად სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში იქ არ იმყოფება. მისივე თქმით, გარედან არეულობის კვალი არ შეიმჩნევა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გლდანის ციხეში სპეცრაზმი შეიჭრა და პატიმრები ნაცემები არიან.